Google+

რელიზები

15.02.2013 საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის ბოლო გადაწყვეტილებები დადებითად შეაფასა საქართველოს პრეზიდენტი დღეს მთავრობის ბოლო რამდენიმე გადაწყვეტილებას გამოეხმაურა
15.02.2013 საქართველოს პრეზიდენტმა ვალდის ზატლერსი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში ლატვიის პრეზიდენტს 2007-2011 წლებში ვალდის ზატლერსსა და ქალბატონ ლილიტა ზატლერესს საქართველოს საპატიო მოქალაქეობა მიანიჭა.
14.02.2013 საქართველოს პრეზიდენტი: დაუშვებელია, დავკარგოთ ევროპულ სახლში შესვლის შესაძლებლობა და უფრო უსაფრთხო და დაცული მომავალი მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტის ევროპის სახალხო პარტიის წევრთა განცხადებას გამოეხმაურა
13.02.2013 საქართველოს პრეზიდენტი სოფელ ნარაზენის მოსახლეობას შეხვდა მიხეილ სააკაშვილი რაიონში არსებული ვითარებით დაინტერესდა და პრობლემების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივებისგან პირადად მოისმინა.
13.02.2013 საქართველოს პრეზიდენტმა ზუგდიდში დაჭრილი პოლიციელი მოინახულა მიხეილ სააკაშვილი დავით ქვარაიას ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა.
12.02.2013 საქართველოს პრეზიდენტმა მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილის დაკითხვაზე დაბარების ფაქტი შეაფასა როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ეს წმინდა პოლიტიკური პროცესია, არც ერთ ჩარჩოში არ ჯდება და ყველაფერს შიდა ასპექტი აქვს.
11.02.2013 საქართველოს პრეზიდენტი ბაღდათს ესტუმრა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და რეგიონში არსებული პრობლემები იყო.
09.02.2013 საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრსა და მის გუნდს დიალოგი შესთავაზა  ის, რაც 8 თებერვალს მოხდა, ჩვენს ქვეყანაში არასდროს აღარ უნდა განმეორდეს. პოლიტიკური ძალადობა უნდა შეწყდეს, ისევე როგორც თავდასხმები ოპოზიციაზე, ზეწოლა პარლამენტის წევრებზე, შეჭრა ადგილობრივ თვითმმართველობებში ან შერჩევითი დევნა. ჩვენ გვჭირდება კოჰაბიტაციის რეალური პროცესის დაწყება, როგორც ამას ითვალისწინებს ჩვენი კონსტიტუცია და როგორც ეს სურს ჩვენს ხალხს.
05.02.2013 საქართველოს პრეზიდენტი გერმანიაში German Marshall Fund of the US-ის მიერ ორგანიზებული კონფერენციას ესწრება საქართველოს პრეზიდენტი გერმანიაში German Marshall Fund of the US-ის მიერ ორგანიზებული კონფერენციის მუშაობაში იღებს მონაწილეობას
02.02.2013 საქართველოს პრეზიდენტი ჯინჭარაძეების ოჯახს ესტუმრა საქართველოს პრეზიდენტი ლევან ვარშალომიძესთან, ქობულეთის გამგებელთან და საკრებულოს თავმჯდომარესთად ერთად სოფელ კვირიკეში ჯინჭარაძეების ცხრასულიან ოჯახს ესტუმრა.
02.02.2013 საქართველოს პრეზიდენტი რუსეთში არსებული ჯავახეთის დიასპორის განცხადებას გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი რუსეთში მოქმედი ჯავახეთის დიასპორის განცხადებას გამოეხმაურა, რომელის მიხედვითაც ისინი სამცხე-ჯავახეთში თავისუფალი ეკონომიკური ზონის ამოქმედებას მოითხოვენ.
02.02.2013 „ყველაფერი ემსგავსება იმას, რომ საქართველოს მთავრობა პრეზიდენტს კი არ უქმნის პრობლემას, არამედ პრობლემას უქმნის საკუთარ თავსა და საქართველოს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქობულეთში განაცხადა. ქვეყნის პირველი პირი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის განცხადებას გამოეხმაურა
01.02.2013 საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში საპარლამენტო უმცირესობის წევრებს შეხვდა საუბრის მთავარი თემა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და მოსალოდნელი საკონსტიტუციო ცვლილებები იყო.
01.02.2013 მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში არჩევნების შემდგომ შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა მიხეილ სააკაშვილი ბათუმის გარეუბან ბენზესაც ესტუმრა, სადაც მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ბარაკებში ცხოვრობს. სწორედ ამ კატეგორიის მაცხოვრებლებისთვის ლევან ვარშალომიძის ინივიატივით ხორციელდებოდა პროგრამა „ ბათუმი ბარაკების გარეშე“, რომლის ფარგლებში დაიწყო ახალი სოციალური სახლების მშენებლობა.
01.02.2013 „დღეს, როდესაც კიდევ ერთი დიდი საფრთხე ექმნება საქართველოს სახელმწიფოებრიობას ასეთი ადამიანებისათვის, ასეთი თავისუფალი მანევრის მიცემა-პრეზიდენტს დაემუქროს, საქართველოს სახელმწიფოებრიობას დაემუქროს, ნამდვილად არ გამოვა." „დღეს, როდესაც კიდევ ერთი დიდი საფრთხე ექმნება საქართველოს სახელმწიფოებრიობას ასეთი ადამიანებისათვის...
31.01.2013 საქართველოს პრეზიდენტი სამეცნიერო-კვლევით ცენტრ "დელტას" ესტუმრა მიხეილ სააკაშვილი დღეს სამეცნიერო-კვლევით ცენტრ ,,დელტაში“ არსებულ ვითარებას გაეცნო და საწარმოში მიმდინარე პროცესებით დაინტერესდა. საქართველოს პრეზიდენტი გაერთიანებული შტაბის უფროსთან და საწარმოს ხელმძღვანელთან ერთად სამხედრო ტექნიკის მწარმოებლებს შეხვდა და საწარმოს შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
31.01.2013 „თუ ჩვენ მართლა სერიოზულად არ ვაპირებთ, რომ ვითამაშოთ პუტინისეული იმპერიული თამაშები,რაც  საბჭოთა იმპერიაში დაბრუნებააა... თუ არ ვაპირებთ  საქართველოს მომავალი განვითარების მოსპობას, მაშინ ეს ინიციატივა მთლიანად მოხსნიდა ამ საკითხს და  საქართველო  კვლავ გააგრძელებდა  განვითარებას“. საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო უმცირესობის ახალ ინიციატივას მხარი დაუჭირა, რომელიც ქვეყნის საგ...
30.01.2013 საქართველოს პრეზიდენტი დღეს ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა მოგესალმებით ყველას, ძალიან დიდი პატივია ქუთაისის საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიღება...
30.01.2013 მიხეილ სააკაშვილი: „ქუთაისის პარლამენტი საქართველოს პოლიტიკური განვითარებისა და დიდი ეკონომიკური ნახტომის დასაწყისია“ საქართველოს პრეზიდენტი დღეს ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.
30.01.2013 საქართველოს პრეზიდენტი ვენეციის კომისიის თავმჯდომარეს შეხვდა. დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის თავმჯდომარეს ჯანი ბუკიკიოს ყვარელში,საკუთარ სახლში უმასპინძლა.
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)