ტურიზმის განვითარებასთან ერთად, საქართველოში სასტუმროთა რაოდენობაც იზრდება. შენდება ცნობილი ბრენდების უმაღლესი კლასის სასტუმროები, რომლებიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. გარდა ამისა არის ოჯახური ტიპის სასტუმროები, რომლებშიც ყველა პირობაა შექმნილი შვიდი და კომფორტული დასვენებისთვის.
საქართველოში ჩამოსვლა შესაძლებელია როგორც საჰაერო გზით, ისე ავტომაგისტრალითა და რკინიგზის მეშვეობით. ისტორიული აბრეშუმის გზისა და, შესაბამისად, კარგი გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, ეს იდეალური ადგილია მოგზაურობის დასაწყებად ევროპისა და აზიის მასშტაბით.
ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოში თვითმფრინავით ჩამოსვლას, სამიდან ხუთ საათამდე სჭირდება.
საჰაერო სივრცე
საქართველოში საერთაშორისო აეროპორტები თბილისსა და ბათუმში მდებარეობს. მალე მათ რიცხვს ფოთის საერთაშორისო აეროპორტი შეემატება. უახლოეს მომავალში იგეგმება კიდევ ერთი აეროპორტის აშენება ქუთაისში.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი სხვადასხვა ავიახაზების კომპანიებს ემსახურება. პირდაპირი რეისები ხორციელდება გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების, თურქეთის, ისრაელის, უკრაინის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, სომხეთის, ყაზახეთის, პოლონეთის, ლატვიის, გაერთიანებული არაბთა ემირატებისა და ჩეხეთის რესპუბლიკის მიმართულებით. „აირ ბალტიკა“, „ჩეხეთის ავიახაზები“, „პეგასუს“, UAI–ს და Polish Lot airlines წარმატებით თანამშრომლობენ საქართველოს მხარესთან.
ბათუმის აეროპორტიდან რეისები ხორციელდება თურქეთის, ბელარუსისა და უკრაინის მიმართულებით. ბათუმიდან თურქეთში, ან თურქეთიდან ბათუმში გადაფრენა საკმაოდ იაფია.
საქართველოში მოქმედი ავიახაზებია:
- Georgia Airways
- Turkish Airlines
- Belavia
- LUFTHANSA
- BMI
- Ukrainian International Airlines
- Aerosvit
- Azal Airlines
- Air Baltic
- Czech Airlines
- Scat
- Discovery representative of Donbas aero
- Air Batumi
- Arkia
- Sky Georgia
- Pegasus
- Travel Time
- Lot Polish Airlines
საგზაო მაგისტრალი
საქართველო საავტომობილო გზით დაკავშრებულია თურქეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან და რუსეთთან. ევრაზიის კონტინენტზე მანქანით ან ველოსიპედით გადაადგილებისას, მოგზაურები ხშირად ჩერდებიან ისტორიულ აბრეშუმის გზაზე. მძღოლებს საქართველოში გადაადგილებისთვის მოქმედი მართვის მოწმობა, დაზღვევა და იმ ავტომობილის კუთვნილების დამადასტურებელი საბუთი უნდა ჰქონდეთ, რომელსაც მართავენ. მართვის მოწმობა არ სჭირდებათ ველოსიპედით მგზავრობისას. საქართველოს ტერიტორიაზე მანქანით შემოსვლისას, დამატებითი ღირებულების გადახდა საჭირო არ არის, თუმცა საზღვარზე შესაბამისი საბუთების შევსება აუცილებელია. მართალია, სოფლის გზებზე, ამჟამად, აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა მთავარი მაგისტრალები უკვე კეთილმოწყობილია და საგზაო ნიშნებზეც წარწერები ქართულ და ინგლისურ ენებზეა.
ავტობუსი
თბილისში ყოველდღიურად შემოდიან სტუმრები საბერძნეთიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.
სომხეთიდან საქართველოში ავტობუსით ჩამოსასვლელად 4-6 საათია საჭირო (ავტობუსები ერევანიდან, ვანაძორიდან, სტეფანავიდან, გუმრიდან, არტეკიდან და სპიტაკიდან გამოდიან).
ბაქოდან, აზერბაიჯანიდან ავტობუსები 7:30-დან 15:00-მდე გამოდიან და მგზავრობისთვის 8-დან 10 საათამდეა საჭირო.
თურქეთიდან ყოველდღიურად გამოდის ავტობუსები, სტამბულიდან (საჭიროა დაახლოებით 34 საათი) და ტრაბზონიდან (საჭიროა დაახლოებით 12 საათი).
ათენიდან ავტობუსები კვირაში რამდენჯერმე მოემგზავრება. ავტობუსების განრიგი და ფასები ადგილობრივ საგდურებში უნდა დაზუსტდეს.
ავტობუსების საერთაშორისო სადგური თბილისში, ორთაჭალაში მდებარეობს.
მატარებელი
საერთაშორისო სარკინიგზო მომოსვლა საქართველოდან აზერბაიჯანსა და სომხეთთანაა შესაძლებელი, მატარებლები თბილისის რკინიგზის სადგურში, ვაგზლის მოედანზე ჩამოდიან. მატარებლები ბაქოდან საქართველოს მიმართულებით ყოველდღიურად მოემგზავრება და ფასი 40-50 აშშ დოლარია. დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ვებ გვერდს www.railway.ge და www.info-tbilisi.com
ზღვა
საქართველოში ბათუმისა და ფოთის პორტებში რეგულარულად მოძრაობენ ბორნები მგზავრების გადასაყვანად. საზღვაო ტრანსპორტირება ბათუმსა და ილიჩევსკს (Ilichevsk), უკრაინას შორის ხდება. დამატებითი ინფორმაციის მიღება შეიძლება www.medcruise.com ან www.batumiport.com.
უკრაინის პორტებიდან ილიჩევსკიდან და ოდესადან ბორნები ფოთს უკავშირდებიან. მგზავრობა ყოველ სამშაბათსაა შესაძლებელი. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ www.potiseaport.com.
ამას გარდა, სხვადასხვა კრუიზები და არაგეგმიური ბორნები ბათუმისა და ფოთის პორტებში ჩერდებიან. დეტალებისთვის შეამოწმეთ ვებგვერდები: www.batumiport.com ; www.potiseaport.com.
ტრანსპორტირება ქვეყნის მასშტაბით
საავტომობილო გზები
საქართველო პატარა ქვეყანაა და საჯარო ტრასპორტით სხვადასხვა ადგილას გადაადგილება ძალიან ადვილია. თბილიდან ტრანსპორტი ყოველდღიურად გადის საქართველოს ნებისმიერი კუთხის მიმართულებით. ავტობუსები დიდუბის სადგურიდან გადის. ტრანსპორტირება ძირითადად საათში ერთხელ ხდება, თუმცა არის დაუგეგმავი რეისებიც. კახეთში წასასვლელად მიკროავტობუსები ისანის სადგურიდან გადიან, საერთაშორისო ავტობუსები კი - ორთაჭალის სადგურიდან.
რკინიგზა
მატარებლები საქართველოში ხშირ შემთხვევაში უფრო იაფი და უფრო ნელია, ვიდრე ავტობუსები. თუმცა, გზად შეგიძლიათ საქართველოს ლამაზი ბუნების ხედებით დატკბეთ. ასევე ძალიან მოსახერხებელია ზუგდიდი-ბათუმის ღამის მატარებლები. ბილეთები წინასწარ უნდა დაჯავშნოთ რკინიგზის სადგურზე და ყიდვისას უნდა წარმოადგინოთ თქვენი პასპორტი. თბილისიდან ყველა მატარებელი რკინიგზის სადგურიდან გადის.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.railway.ge .
საჰაერო სივრცე
საქართველოში რამდენიმე კომპანია უზრუნველყოფს თვითმფრინავითა და ვერტმფრენით მგზავრობას. რეგულარულად ხორციელდება ავიარეისები თბილისი - ბათუმისა და თბილისი - მესტიის მიმართულებით.
თბილისის ფარგლებში
საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მართალია თბილისის ქუჩებში სეირნობა ნამდვილად სასიამოვნოა, თუმცა მთელ ქალაქს ფეხით ვერ შემოივლი. საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც მოიცავს ავტობუსებს, მიკროავტობუსებსა და მეტროს, ადვილად ხელმისაწვდომი და საკმაოდ იაფია. მგზავრობის საფასურის გადახდა სპეციალური ბარათების საშაულებითაა შესაძლებელი, რაც მგზავრობას უფრო მოსახერხებელს ხდის - თითოეული მგზავრობის შემდეგ გადასახადი მცირდება.
თბილისი მეტრო დილის 6 საათიდან ღამის 12 საათამდე მუშაობს და დღეში დაახლოებით 3000-მდე ადამიანს ემსახურება.
ტაქსები
თბილისში ტაქსების საკმაოდ დიდი რაოდენობაა. ცენტრში გადასაადგილებლად 3-დან 5 ლარამდეა საჭირო. აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე მგზავრობის ღირებულება 20-25 ლარია. ტაქსოპარკების მომსახურება ბევრად მოხერხებულია, რადგან ტაქსის გამოძახება ამარტივებს დანიშნულების ადგილამდე უპრობლემოდ მისვლას. ასეთი კომპანია თბილისში მრავლადაა და მათი დახმარებით გადაადგილება არა მარტო დედაქალაქის, არამედ ქვეყნის მასშტაბითაც არის შესაძლებელი.
კომპანიების სია