Google+

პირველი ლედის წიგნი ''იდეალისტის ნაამბობი"

სანდრა ელისაბედ რულოვსის წიგნის "იდეალისტის ნაამბობის" ინგლისური თარგმანი 2010 წლის მაისში საგამომცემლო სახლ "სეზანის" მიერ თბილისში გამოიცა. მალე წიგნის შეძენა შესაძლებელი იქნება ვებ-გვერდზე Amazon.com!

2005 წლის მარტში საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა ელისაბედ რულოვსმა ამსტერდამში ჰოლანდიურ ენაზე ავტობიოგრაფიული წიგნი "საქართველოს პირველი ლედი - იდეალისტის ნაამბობი" გამოსცა. წიგნის ქართული თარგმანის პრეზენტაცია 2005 წლის ოქტომბერში გაიმართა, უკრაინულის კი, 2006 წლის მარტში. რუსულ ენაზე წიგნი 2007 წლის დეკემბერში გამოიცა, თურქულზე - 2008 წლის თებერვალში, ხოლო პოლონურზე - 2011 წლის იანვარში. ავტობიოგრაფიულ წიგნში სანდრა ელისაბედ რულოვსი იხსენებს 1992 წლის ზაფხულში თავის პირველ ჩამოსვლას საქართველოში, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას და მათ ცხოვრებას ამერიკის შეერთებულ შტატებში. წიგნში ამავე დროს პირველი ლედი აღწერს ქართულ საზოგადოებაში მის ინტეგრაციას, წყვილის კარიერის განვითარებასა და ქვეყანაში ხალხის თანმიმდევრულად მზარდ იმ მღელვარებას, რამაც 2003 წლის შემოდგომაზე ვარდების რევოლუცია გამოიწვია.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code