სასახლის ტურები
საქართველოს პრეზიდენტის სასახლის დათვალიერების მსურველებს შეუძლიათ თავიანთი ორგანიზაციის ბლანკზე დაბეჭდილი განაცხადი შემოიტანონ პრეზიდენტის ადმინისტრაციის კანცელარიაში 7 სამუშაო დღით ადრე. განაცხადში მითითებული უნდა იყოს დათვალიერების მსურველთა რაოდენობა, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი.
განაცხადები მიიღება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოქალაქეთა მისაღებში (სამუშაო დღეებში 10:00 - დან 18:00 საათამდე) მისამართზე: თბილისი, მ. აბდუშელიშვილის ქ. №1.
ტელ.: (995 32) 2282736