Google+

საქმიანობა

02.01.2013  საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა ელისაბედ რულოვსმა უკვე ტრადიციად ქცეული საახალწლო ღონისძიება მოაწყო 2013 წლის 2 იანვარს ,,ბედობასთან" დაკავშირებით საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა ელისაბედ რულოვსმა უკვე ტრადიციად ქცეული საახალწლო ღონისძიება კვლავ მოაწყო, რომელშიც წელს 2008 წლის აგვისტოს ომში, ასევე ერაყსა და ავღანეთში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებმა მიიღეს მონაწილეობა
01.12.2012 საქართველოს პირველი ლედის ინიციატივით 43 სტუდენტს სასწავლო სტიპენდია კვლავ გადაეცა 2012 წლის 1 დეკემბრიდან საქართველოს პირველი ლედის ინიციატივით 43 სტუდენტს სასწავლო სტიპენდია გადაეცა 2012-2013 სასწავლო წლისთვის
13.11.2012  საქართველოს პირველი ლედი ქალბატონი სანდრა რულოვსი საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამას ესტუმრა 2012 წლის 13 ნოემბერეს საქართველოს პირველი ლედი ქალბატონი სანდრა რულოვსი საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამას ესტუმრა. საპატიო სტუმარს შეხვდნენ საქართველოს კარიტასის დირექტორი პადრე კშიშტოვ კოვალი და ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მენეჯერი ქ-ნი ნონა პირაევა, რომლებმაც მას მოკლედ გააცნეს მიმდინარე პროგრამები და სამომავლო გეგმები.
20.09.2012 ოზურგეთში გურიის მხარის რაიონული სამხატვრო სკოლების მოსწავლეთა ნახატების გამოფენა-კონკურსი გაიმართა 2012 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიციატივით, გურიის მხარის რაიონული სამხატვრო სკოლების მოსწავლეთა ნახატების გამოფენა-კონკურსი გაიმართა თემაზე -ძალა ერთობაშია
15.09.2012 დარკვეთის სკოლის პედაგოგები ახალციხესა და ბორჯომს ესტუმრნენ 2012 წლის 15 სექტემბერს ჭიათურის რაიონის სოფელ დარკვეთის სკოლის პედაგოგები საქართველოს პირველი ლედის ინიციატივით ახალციხესა და ბორჯომს ესტუმრნენ
01.09.2012 საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაცვლითი კულტურული პროგრამა განხორციელდა 2012 წლის 1-10 სექტემბერს საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველი ლედის მეჰრიბან ალიევას ინიციატივით უკვე მეორედ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაცვლითი კულტურული პროგრამა განხორციელდა
04.06.2012 საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა 2012 წლის 4 ივნისს საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიციატივითა და კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციასთან თანამშრომლობით (www.classicalmusic.ge), პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა.
01.06.2012 ჭიათურის რაონის სოფელ ქვაციხის საჯარო სკოლის  მოსწავლეები  თბილისს ესტუმრნენ 2012 წლის 1 ივნისს საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიციატივით ჭიათურის რაონის სოფელ ქვაციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები ექსკურსიით თბილისს ესტუმრნენ
25.01.2012 საქართველოს პირველი ლედის მიერ სოციალური სამუშაოს მიმართულების სტუდენტებისათვის სასწავლო სტიპენდიის დაწესება 2012 წლის 25 იანვარს საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა და მის მიერ სოციალური სამუშაოს მიმართულების სტუდენტებისთვის სასწავლო სტიპენდიის დაწესების შესახებ ოფიციალური განაცხადი გააკეთა.
02.01.2012 თბილისელი და ბათუმელი სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის იმერეთში საახალწლო ექსკურსია „ბედობა“ მოეწყო 2012 წლის 2 იანვარს საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა ელისაბედ რულოვსმა ტრადიციად ქცეულ საახალწლო ექსკურსია „ბედობა“–ზე თბილისიდან სოფელ გლდანში მდებარე მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელებსა და ბათუმიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს იმერეთში უმასპინძლა.
01.12.2011 საქართველოს პირველი ლედის ინიციატივით 42 სტუდენტს სასწავლო სტიპენდია  კვლავ გადაეცა  2011 წლის 1 დეკემბრიდან საქართველოს პირველი ლედის ინიციატივით 42 სტუდენტს სასწავლო სტიპენდია კვლავ გადაეცა
23.10.2011 მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლის თანამშრომლებისთვის კახეთში  ექსკურსია მოეწყო
2011 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიციატივით მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლის 20 თანამშრომელი კულტურული პროგრამის ფარგლებში ექსკურსიით კახეთს ეწვია. მათ წინანდალი, გრემი და ყვარელი მოინახულეს.
22.10.2011 საქართველოს პირველი ლედის ინიციატივით „პოეზიის დღე – შოთაობა“ უკვე მეოთხეჯერ გაიმართა 2011 წლის 22 ოქტომბერს საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიციატივით ასპინძის რაიონის სოფელ რუსთავში კვლავ შედგა დიდი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველისადმი მიძღვნილი სახალხო დღესასწაული „პოეზიის დღე-შოთაობა“. ტრადიციულად ამავე ღონისძიების ფარგლებში ლიტერატურული კონკურსი ჩატარდა, რის შედეგადაც საუკეთესო ლექსების ავტორებს ჯილდოები გადაეცათ. გამარჯვებული კი, პირველი ლედის განსაკუთრებული პრიზით დაჯილდოვდა.
20.06.2011 პანკისის ხეობაში დევნილთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა 2011 წელის 20 ივნისს სოფელ დუისში დევნილთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით UNHCR Georgia-ს მიერ ორგანიზებული რამდენიმე ღონისძიება გაიმართა, მათ შორის, შეჯიბრება ქართულ ჭიდაობაში, რომელშიც მონაწილეობას ახმეტის რაიონში მცხოვრები ახალგაზრდა მოჭიდავეები ღებულობდნენ. საქართველოს პირველი ლედის პრიზი – აიპოდი 70 კილოგრამიან კატეგორიაში გამარჯვებულ 16 წლის ახმეტელ დავით ჭიკაიძეს ხვდა წილად.
30.05.2011 ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბავშვთა კუთხეები გაიხსნა 2011 წლის 30 მაისს საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიციატივით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გასასვლელებში საბავშვო კუთხეები გაიხსნა, სადაც ბავშვებს გამგზავრებამდე ლოდინის პერიოდში უსაფრთხო გარემოში გართობისა და განტვირთვის საშუალება ექნებათ.
30.05.2011 საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა 2011 წლის 30 მაისს საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიციატივითა და კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციასთან თანამშრომლობით (www.classicalmusic.ge), პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა.
28.05.2011 საქართველოს პირველი ლედის ინიციატივით მხატვარ პაატა ყუფარაძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა 2011 წლის 28 მაისს საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიციატივითა და თიბისი ბანკის მხარდაჭერით, ამავე ბანკის საგამოფენო დარბაზში ნიჭიერი მხატვრის პაატა ყუფარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მისივე ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
28.05.2011 შიდა ქართლის სოფელ ნიქოზის წმ.ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობო სკოლის მოსწავლეებისთვის თბილისში ექსკურსია მოეწყო 2011 წლის 8 მაისს საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის მიწვევით შიდა ქართლის სოფელ ნიქოზის წმ.ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობო სკოლის 46 მოსწავლე და 6 პედაგოგი თბილისს ესტუმრა. მათ პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაათვალიერეს, ასევე საქართველოს ოქროს ფონდი, მთაწმინდის პარკი „ბომბორა“ და სხვა მრავალი ღირსშესანიშნავი ადგილი მოინახულეს.
17.04.2011 მესტიის ბავშვთა სახლის აღსაზრდელები სიღნაღსა და ბოდბეს ესტუმრნენ 2011 წლის 17 აპრილს საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიციატივით მესტიის ბავშვთა სახლის აღსაზრდელები (26 მოსწავლე და 6 პედაგოგი) სიღნაღსა და ბოდბეს ესტუმრნენ.
03.04.2011 ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსის ერთ–ერთ მონაწილეს პირველი ლედის პრიზი გადაეცა 2011 წლის 3-15 აპრილს თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსი გაიმართა, სადაც პირველი ლედის პრიზი ქუთაისელმა კონკურსანტმა 10 წლის მარიტა პატარაიამ (კლარნეტი) დაიმსახურა.