Google+

საქმიანობა

23.04.2010 მლეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის გეოგრაფიაში ვიქტორინა გაიმართა 2010 წლის 23 აპრილს საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი მლეთის საჯარო სკოლას ესტუმრა და მოსწავლეებს შორის გეოგრაფიაში გამართულ ვიქტორინას დაესწრო.
24.03.2010 ტუბერკულოზის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებს საჩუქრები გადაეცათ 2010 წლის 24 მარტს ტუბერკულოზის ცენტრის ბავშვთა განყოფილების სამხატვრო სტუდიას საქართველოს პირველი ლედისგან ტუბერკულოზით დაავადებული 29 ბავშვისათვის სასაჩუქრე ნაკრები გადაეცა (სახატავი რვეული, ფერადი და შავი ფანქრები, ბლოკნოტები, ფორმატის ქაღალდები და თექა). ამავე დღეს ქსნის ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების პაციენტებს კი, 75 მაისური და ბარათი დაურიგდათ ქალბატონ სანდრა ელისაბედ რულოვსისა და ქალბატონ ხათუნა კალმახელიძის ხელმოწერით.
27.02.2010 ფრედერიკ შოპენის დაბადების 200 წლისთავთან დაკავშირებით მოციგურავეთა ახალგაზრდული კონკურსი გაიმართა ფრედერიკ შოპენის დაბადების 200 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსისა და პოლონეთის რესპუბლიკის პირველი ლედის მარია კაჩინსკას ინიციატივით, საქართველოს სამ ქალაქში კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციის მიერ ორგანიზებული მოციგურავეთა ახალგაზრდული კონკურსი გაიმართა. მოციგურავეებმა საცეკვაო ნომრები ფრედერიკ შოპენის ნაწარმოებების თანხლებით შეასრულეს.
01.02.2010 ქართველ ჟურნალისტს სტან სტორიმანსის სტიპენდია მიენიჭა 2010 წლის 1 თებერვალს სტან სტორიმანსის სტიპენდიის ფარგლებში ერთი ჟურნალისტი გაიგზავნა ქ.ჰილვერსუმის ნიდერლანდების რადიოს ტრეინინგ ცენტრში სამაუწყებლო ჟურნალისტიკის სამთვიანი კურსის გასავლელად.
28.12.2009 საქართველოს პირველი ლედი აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას ესტუმრა 2009 წლის 28-29 დეკემბერს საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი აფხაზეთიდან დევნილ 88 ოჯახს დროებითი განთავსების ორ ობიექტზე ესტუმრა და თითოეულს საახალწლო სასაჩუქრე ტკბილეულის ნაკრები გადასცა.
26.12.2009 საქართველოს პირველი ლედი აფხაზეთიდან დევნილ აფხაზურ ოჯახებს ესტუმრა 2009 წლის 26 დეკემბერს საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი აფხაზეთიდან დევნილ 8 აფხაზურ ოჯახს ესტუმრა და თითოეულს საახალწლო სასაჩუქრე ტკბილეულის ნაკრები გადასცა, ხოლო 10 მცირეწლოვან ბავშვს წიგნები დაურიგა.
24.10.2009 კასპის რაიონის სოფელ აღაიანის სკოლის XII კლასის მოსწავლეები ორი დღით ბათუმს ესტუმრნენ 2009 წლის 24-25 ოქტომბერს საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიციატივით კასპის რაიონის სოფელ აღაიანის სკოლის XII კლასის 22 მოსწავლე ორდღიანი ექსკურსიით ბათუმს ეწვია.
19.10.2009 ჰოლანდიური მაგიდის ჩოგბურთის კლუბის „Steeds Hoger/TSB“–ის და ქართული მაგიდის ჩოგბურთის კლუბის „ტოპ-სპინი“-ს წევრები სიღნაღსა და ბოდბეს ესტუმრნენ 2009 წლის 19 ოქტომბერს საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიციატივით საქართველოში სტუმრად მყოფი ჰოლანდიური მაგიდის ჩოგბურთის კლუბის „Steeds Hoger/TSB“–ისა და ქართული მაგიდის ჩოგბურთის კლუბის „ტოპ-სპინი“-ს წევრები სიღნაღსა და ბოდბეს ესტუმრნენ.
14.10.2009 ახალგაზრდა პიანისტთა IV საერთაშორისო ფესტივალის სამ მონაწილეს პირველი ლედის პრიზი გადაეცა 2009 წლის 1-14 ოქტომბერს თბილისში ახალგაზრდა პიანისტთა IV საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა. საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა ელისაბედ რულოვსმა ფესტივალის ფარგლებში 3 ფავორიტი გამოავლინა და დააჯილდოვა.
10.10.2009 საქართველოს პირველი ლედის ინიციატივით „პოეზიის დღე –შოთაობა“ გაიმართა 2009 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიციატივით კვლავ შედგა სახალხო დღესასწაული „პოეზიის დღე-შოთაობა“ და ასპინძის რაიონში დიდი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ამავე ღონისძიების ფარგლებში ლიტერატურული კონკურსი ჩატარდა, რის შედეგადაც საუკეთესო ლექსების ავტორებს ჯილდოები გადაეცათ.
01.10.2009 საქართველოს პირველი ლედის ინიციატივით 34 სტუდენტს სასწავლო სტიპენდია გადაეცა 2009 წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის მიერ ფონდ GIEV-ის თანადგომით 2009-2010 სასწავლო წლისთვის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 34 სტუდენტს სტიპენდიები გადაეცა.
01.09.2009 ქართველი ჟურნალისტებისთვის სტან სტორიმანსის სახელობის სტიპენდია დაწესდა 2009 წელს საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიციატივით, ქართველი ჟურნალისტებისთვის 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების დროს გორში დაღუპული ჰოლანდიელი ჟურნალისტის სტან სტორიმანსის სახელობის სტიპენდია დაწესდა.
01.07.2009 ინგლისური ენის საზაფხულო კურსი ამერიკულ აკადემიაში 2009 წლის 1 ივლისიდან საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიციატივით ამერიკულ აკადემიაში ინგლისური ენის საზაფხულო კურსს 4 ახალგაზრდა დაესწრო.
19.06.2009 რუსთავის მე–18 საჯარო სკოლის მოსწავლეები საჩხერე-ჭიათურას ესტუმრნენ 2009 წლის 19 ივნისს საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა ელისაბედ რულოვსმა რუსთავის 18-ე საჯარო სკოლის 28 მოსწავლე და 2 პედაგოგი საჩხერე-ჭიათურაში ექსკურსიაზე მიიწვია, სადაც მათ აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი, სოფ. სავანე, მღვიმევის მონასტერი და კაცხის სვეტი მოინახულეს.
24.03.2009 საქართველოს პირველი ლედი ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ბავშვთა განყოფილებას ესტუმრა 2009 წლის 24 მარტს საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ბავშვთა განყოფილებას ესტუმრა და იქ მყოფი პაციენტებისთვის ლექცია ჩაატარა თემაზე – „ოგიუსტ როდენის შემოქმედება“.
02.01.2009  სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გუდაურში ტრადიციად ქცეული საახალწლო ექსკურსია „ბედობა“ მოეწყო 2009 წლის 2 იანვარს საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა ელისაბედ რულოვსმა საახალწლო ექსკურსია „ბედობა“–ზე 21 ადამიანი (15 ბავშვი და 6 უფროსი) სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან გუდაურში მიიწვია.
18.12.2008 შიდა ქართლიდან დევნილი ბავშვებისთვის საახალწლო წარმოდგენა „მოპარული ახალი წლის ზღაპარი“ გაიმართა 2008 წლის 18-21 დეკემბერს საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ხელშეწყობით ჭიათურის თეატრის დასმა თბილისსა და გორში შიდა ქართლიდან დევნილი 2000 ბავშვისთვის საახალწლო წარმოდგენა-სპექტაკლი „მოპარული ახალი წლის ზღაპარი“ გამართა. წარმოდგენების შემდეგ ყველა ბავშვს საჩუქრად „საბავშვო ენციკლოპედია“ გადაეცა.
26.10.2008 ნინოწმინდის რაიონის სოფელ გორელოვკის სკოლის მოსწავლეებისთვის აღმოსავლეთ საქართველოში ორდღიანი ექსკურსია მოეწყო 2008 წლის 26-27 ოქტომბერს საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ხელშეწყობით ნინოწმინდის რაიონის სოფელ გორელოვკის სკოლის 29 მოსწავლე და 2 პედაგოგი ორდღიანი ექსკურსიით აღმოსავლეთ საქართველოს ეწვია. მათ მცხეთა, თბილისი, სიღნაღი და ბოდბე დაათვალიერეს.
25.10.2008 საქართველოს პირველი ლედის ინიციატივით „პოეზიის დღე – შოთაობა“ აღდგა 2008 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიციატივით სახალხო დღესასწაული „პოეზიის დღე-შოთაობა“ აღდგა და ასპინძის რაიონში დიდი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
08.10.2008 საქართველოს პირველი ლედის ინიციატივით დევნილებისთვის სარემონტო სამუშაოები ჩატარდა 2008 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიციატივითა და თანადგომით ცხინვალის, ქარელისა და გორის რაიონებიდან დევნილი მოსახლეობის დროებითი განთავსების რამდენიმე ობიექტზე მცირე სარემონტო სამუშაოები კვლავ განხორციელდა: შეიცვალა და შეკეთდა კარ-ფანჯრები, რათა დევნილები ზამთრის სიცივისგან დაცულნი ყოფილიყვნენ.