Google+

საქმიანობა

24.09.2008 საქართველოს პირველი ლედის ინიციატივით დევნილებისთვის სარემონტო სამუშაოები ჩატარდა 2008 წლის 24 სექტემბერს საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიციატივითა და თანადგომით ცხინვალის, ქარელის და გორის რაიონებიდან დევნილი მოსახლეობის დროებითი განთავსების რამდენიმე ობიექტზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, კერძოდ კი, შეკეთდა ფანჯრის ჩარჩოები, ჩაისვა მინები და გარემონტდა იატაკი.
03.09.2008 საქართველოს პირველი ლედის ხელშეწყობით მაგიდის ჩოგბურთის კლუბი „ტოპ-სპინი“ ჰოლანდიაში გაემგზავრა 2008 წლის 3 სექტემბერს საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ხელშეწყობით მაგიდის ჩოგბურთის კლუბი „ტოპ-სპინი" თბილისიდან ჰოლანდიაში გაემგზავრა. „ტოპ-სპინი“ ჰოლანდიაში ადგილობრივი ჩოგბურთის კლუბმა „Steeds Hoger/TSB“–მა მიიწვია.
01.09.2008 საქართველოს პირველმა ლედიმ ცხინვალის, ქარელისა და გორის რაიონებიდან დევნილ მოსახლეობას დახმარება გაუწია 2008 წლის 1 სექტემბერს საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი გორში ცხინვალის, ქარელისა და გორის რაიონებიდან დევნილი მოსახლეობის დროებითი განთავსების ობიექტებს ესტუმრა. ქალბატონმა სანდრამ რასტრაპოვიჩ-ვიშნევსკაიას ფონდისა და ფონდ GIEV-ის თანადგომით დევნილებს დახმარების სახით ლეიბები, თეთრეული, თბილი გადასაფარებლები, ბალიშები და სათამაშოები გადასცა; გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით კი, ჰიგიენური საშუალებები და ბავშვთა კვება.