Google+

ეროვნული უშიშროების საბჭო

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საგარეო და საშინაო პოლიტიკის საკითხებზე პრეზიდენტის უმაღლესი სათათბირო ორგანოა.

საქართველოს კონსტიტუციის 99-ე მუხლის საფუძველზე შექმნილი ეს ინსტიტუტი სამხედრო აღმშენებლობისა და თავდაცვის, ეროვნული უშიშროების, სტაბილურობისა და მართლწესრიგის, ასევე უსაფრთხოების საკითხებზე უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას უზრუნველყოფს.

კონსტიტუციის თანახმად, ეროვნული უშიშროების საბჭოს საქართველოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, ხოლო მის საქმიანობას წარმართავს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები არიან: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. საბჭოს მუშაობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობს.

ეროვნული უშიშროების საბჭო შეიქმნა 1996 წელს და მისი საქმიანობის წესს განსაზღვრავს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ.

http://www.nsc.gov.ge/eng/ 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code