Google+

რელიზები

13.01.2013 საქართველოს პრეზიდენტი ამნისტიის კანონს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდნეტმა დღეს კასპის რაიონის სოფელ ახალციხეში ანდრო ბარნოვის მშობლების სახლში სტუმრობისას რუსეთის აგენტებისა და სხვა მძიმე დამნაშავეების გათავისუფლების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დაუშვებელია რუსეთის ჯაშუშების გათავისუფლება, რადგან ეს საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას.
12.01.2013 დღეს მიხეილ სააკაშვილმა  მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლში პრეზიდენტის ახალი რწმუნებულები წარადგინა პრეზიდენტის კაბინეტში შეხვედრისას, მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში თვითმმართველობის ინსტიტუტების მნიშვნელობაზე ისაუბრა
12.01.2013 მიხეილ სააკაშვილი: „დღეს, როცა რუსეთს აქვს ოკუპირებული შენი ტერიტორია და შენ დაკავებული ხარ არა რუსეთის, არამედ დასავლეთის მოგერიებით, პარალელურად უშვებ რუსეთის ჯაშუშებს, არის თუ არა საფუძვლიანი და დასაბუთებული ის ვარაუდი, რომ დღეს  საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორის  ძირის გამოთხრა შეგნებულად ხდება.“ თქვენ ნახეთ, რომ ამნისტიის კანონი, რომელსაც მე ვეტო დავადე, პარლამენტის გადაწყვეტილებით ძალაში შევიდ...
11.01.2013 საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადება საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს განცხადება გააკეთა.
10.01.2013 საქართველოს პრეზიდენტმა სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერნატორი წარადგინა ქვეყნის პირველი პირის თქმით, პრეზიდენტის რწმუნებულები რეგიონებში ის ადამიანები არიან, რომელთა საქმიანობის მთავარი მიზანია, რომ არ მოხდეს კრიმინალური, კორუმპირებული წარსულის დაბრუნება საქართველოში, როგორც ეს ახალი მთავრობის პირობებში ხდება.
07.01.2013 ალილო პრეზიდენტის სასახლეში
დღეს ალილოს მონაწილეებმა საქართველოს პრეზიდენტს ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.
07.01.2013 მიხეილ სააკაშვილი: "მე იმედი მაქვს, რომ ქვეყანაში აღმშენებლობის შეჩერება და ნგრევა, არ არის მთავრობის შეგნებული პოლიტიკის ნაწილი.“ საქართველოს პრეზიდენტი დღეს მთავრობის მიერ მიღებულ იმ გადაწყვეტილებებს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე მნიშვნელოვანი მშენებლობა შეჩერდა
06.01.2013 საქართველოს პრეზიდენტი საშობაო წირვა-ლოცვას სამების საკათედრო ტაძარში დაესწრო
სადღესასწაულო ლიტურგია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.
05.01.2013 საქართველოს პრეზიდენტი  არაბთა გაერთიანებულ საემიროებში სამეფო ოჯახის წევრების პირადი მოწვევით გაემგზავრა საქართველოს პრეზიდენტი ავღანეთში ვიზიტის დასრულების შემდეგ თანმხლებ საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა
04.01.2013 საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება ელჩების გამოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება მთელი რიგი ქვეყნებიდან საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩების გამოწვევის თაობაზე.
01.01.2013 საქართველოს პრეზიდენტი ახალ წელს ავღანეთში მყოფ ჯარისკაცებთან ერთად შეხვდა
ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება სამშვიდობო მისიაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მათ თავდადებაზე, სიმტკიცესა და პროფესიონალიზმზე დგას ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა.
31.12.2012 საქართველოს პრეზიდენტი ავღანეთში ქართველ ჯარისკაცებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი ავღანეთში ISAF-ის პროგრამაში მონაწილე ქართველ სამხედროებს შეხვდა. ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა მათ სიტყვით მიმართა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა.
30.12.2012 საქართველოს პრეზიდენტი მარტვილში საკრებულოს წევრებს შეხვდა საქართველოს პრეზიდენტი დღეს მარტვილის საკრებულოს ეწვია.
30.12.2012 საქართველოს პრეზიდენტი სოფელ ჯანდარაში მცხოვრებ მამედოვების ოჯახს ესტუმრა საქართველოს პრეზიდენტი გარდაბნის რაიონის სოფელ ჯანდარაში მცხოვრები მამედოვების ოჯახს ესტუმრა და მათგან რამდენიმე დღის წინათ მომხდარი თავდასხმის დეტალებით დაინტერესდა
29.12.2012 მიხეილ სააკაშვილი დათო მასურაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი 26 მაისის აქციის დროს დაღუპული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლის ოჯახს ესტუმრა და დათო მასურაშვილის დედასთან და ოჯახის სხვა წევრებთან საუბრისას პარლამენტის მიერ ამნისტიის შესახებ კანონზე ვეტოს დაძლევის საკითხს შეეხო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ქმედებით საქართველოს პარლამენტმა სამარცხვინო პრეცენდენტი შექმნა
28.12.2012 საქართველოს პრეზიდენტი: „ყველამ უნდა მოვახდინოთ კონსოლიდაცია, რათა საქართველოში უსამართლობამ ვერ გაიმარჯვოს“ საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებას მიმართა
28.12.2012 საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა დღეს საგანგებო განცხადება გააკეთა. მიხილ სააკაშვილმა იმ საკითხზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც პარლამენტის მიერ კანონპროექტზე ამნისტიის შესახებ ვეტოს დაძლევის თემას უკავშირდება.
28.12.2012 საქართველოს პრეზიდენტი ვანის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის ოჯახის წევრებს შეხვდა მათთან საუბრისას ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, იგი დარწმუნებულია დავით კაკაბაძის უდანაშაულობაში და დასძინა, რომ საკრებულოს თავმჯდომარეები მთელი საქართველოს მასშტაბით არიან მასობრივი წნეხის ქვეშ.
27.12.2012 საქართველოს პრეზიდენტი სტუდენტებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა  ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ერთ ნაწილს საქართველოს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს - ამის შესახებ განხცხადება მიხეილ სააკაშვილმა დღეს სტუდენტებთან და იმ ახალგაზრდებთან შეხვედრისას გააკეთა
26.12.2012 საქართველოს პრეზიდენტი მარტვილის თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ამ უკანონობას ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესვას წერტილი, რასაც უკვე მოჰყვა საერთაშორისო რეაგირება.
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)