Google+

რელიზები

29.01.2013 საქართველოს პრეზიდენტი დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელებს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დღეს შეიარაღებულ ძალებში მსახური პრესტიჟული გახდა, ეროვნულ აკადემიაში ჩაბარება კი აბიტურიენტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია.
28.01.2013 პრეზიდენტი აფხაზეთიდან დევნილ სტუდენტებსა და სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა საუბრის მთავარი თემა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები,შეჩერებული პროექტები და ის არსებული საფრთხეები იყო, რომელიც ამნისტიის განხორციელების შემდეგ, ქვეყნის უსაფრთხოებას უკავშირდება.
28.01.2013 პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადება
უპირველეს ყოვლისა გვინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ღრმა პატივისცემა ჩვენი თანამოქალაქე ეთნიკური სომხებისა და საქართველოში სომეხთა ეპარქიის მიმართ
26.01.2013 საქართველოს პრეზიდენტმა ელდარ შენგელაიას 80 წლის იუბილე მიულოცა ,,თუკი არსებობს სიტყვა გენიოსის შესაბამისი პიროვნება, ეს არის ელდარ შენგელაია, კლასიკური განმარტება რომ იყოს ლექსიკონში, სიტყვა გენიოსის გვერდით დაიწერებოდა ელდარ შენგელაია.
25.01.2013 მიხეილ სააკაშვილი : "მან დაარბია საქართველოს ეკლესიის ეპარქია ახალქალაქში, მან დაარბია ქართული უნივერსიტეტი ახალქალაქში, დაარბია საქართველოს გამგეობა ახალქალქში და ქართული პოლიცია. ის ეწინააღმდეგებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გადაადგილებას ახალქალაქში და რუსეთის ბაზის გასვლას საქართველოს ტერიტორიიდან. ის არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის შიდა მტერი. " საქართველოს პრეზიდენტმა ვაჰაგან ხაჩალიანის გათავისუფლებასთან და პრემიერის დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გაკეთებულ კომენტართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
22.01.2013 მიხეილ სააკაშვილი: „ვერავინ ვერასდროს ვერ გამაკეთებინებს იმას, რაც საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო იქნება!“ საქართველოს პრეზიდენტი სტრასბურგში მცხოვრებ ქართველ მხატვრებსაც შეხვდა და მათ მიერ საქართველოს ოკუპაციისადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერა.
22.01.2013 მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგში ევროპის საბჭოს შენობაში თანამედროვე ქართული არქიტექტურის გამოფენის გახსნის ცერემონიალს დაესწრო საქართველოს კულტურული დღეების ფარგლებში გამართულ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ახლადაღდგენილი და რესტავრირვებული უძველესი ტაძრების ფოტოები, მათ შორის ბაგრატისა და ფოთის ღვთისმშობლის ტაძარი, ასევე ის ახალი თანამედროვე ქართული არქიტექტურული პროექტების ნიმუშები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა.
22.01.2013 საქართველოს პრეზიდენტი : ,,ეტყობა ისეთი დრო დადგა, რომ ვინც საქართველოს ინტერესებს იცავს და განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციისგან, პირველი სწორედ ისინი ხვდებიან  წნეხის ქვეშ’’ საქართველოს პრეზიდენტმა ევროპის ადამიანის უფლებებათა დაცვის სასამართლოს პრეზიდენტთან დინ სპილმანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან ევროპის ადამიანის უფლებებათა დაცვის სასამართლოს შესახებ და საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
22.01.2013 საქართველოს პრეზიდენტი ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს პრეზიდენტს შეხვდა დღეს სტრასბურგში ევროპის ადამიანის უფლებებათა დაცვის სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს პრეზიდენტს, დინ სპილმანს შორის შეხვედრა გაიმართა.
21.01.2013 "ევროკავშირი და ნატო საქართველოსთვის მხოლოდ პარტნიორები არ არიან. ეს არის ოჯახი, რომელშიც გვინდა გავწევრიანდეთ, ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმაციული მიზანი, ჩვენი შიდა რეფორმების ჰორიზონტი." მიხეილ სააკაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოვიდა
21.01.2013 მიხეილ სააკაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.  საქართველოს პრეზიდენტმა ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების პროცესზე გაამახვილა ყურადღება.
21.01.2013 საქართველოს პრეზიდენტი სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოვა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პრეზიდენტის ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის, საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ჟან-კლოდ მინიონთან, ევროპის საბჭოს უფლებათა დაცვის კომისართან ნილს მუზნიეკსთან და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ტორბიონ იაგლანთან.
17.01.2013 საქართველოს პრეზიდენტი შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტების განახლების  მიზნით მოლაპარაკებებს გამართავს აბუ-დაბიში ვიზიტის ფარგლებში, თბილისში შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტების განახლების მიზნით მოლაპარაკებები გაიმართება.საემიროებიდან მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგში გაემგზავრება ,სადაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მიიღებს მონაწილეობას
16.01.2013 მიხეილ სააკაშვილი:"მინდა კარინასნაირ ადამიანებს დიდი მადლობა ვუთხრა. დარწმუნებული ვარ დადგება ის დრო, როდესაც ის დაბრუნდება შინაგან საქმეთა სამინისტროში და ამ სტრუქტურაში გააგრძელებს ბრძოლას ჯაშუშებთან და კრიმინალთან" საქართველოს პრეზიდენტმა პოლიციის კაპიტანი კარინა გრიგორიანი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
16.01.2013 საქართველოს პრეზიდენტმა ახალი საბაგირო გზა და სათხილამურო ტრასა გახსნა  საქართველოს პრეზიდენტი დღეს აჭარის მაღალმთიან რეგიონს სტუმრობდა, სადაც ახალი საბაგირო გზა და 1 800 მეტრი სიგრძის სათხილამურო ტრასა პირადად გახსნა.
15.01.2013 საქართველოს პრეზიდენტი სტუდენტებს შეხვდა მიხეილ სააკაშვილმა იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელებაც ქუთაისში იგეგმებოდა და ამ ეტაპზე შეჩერებულია.
15.01.2013 საქართველოს პრეზიდენტი გიორგი გოგელაშვილს შეხვდა საქართველოს პრეზიდენტი დღეს გიორგი გოგელაშვილს შეხვდა, რომელმაც ქუთაისის საკრებულოს „ქრისტიან-დემოკრატიული“ ფრაქცია თავისი ინიციატივით დატოვა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდა.
14.01.2013 საქართველოს პრეზიდენტი პატრიარქის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს კათალიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს საპატივცემულოდ გამართულ საზეიმო ვახშამს დაესწრო.
13.01.2013 მიხეილ სააკაშვილი: „ჩვენ რეფორმების ნრგევის და შეჩერების სურვილს ჩავაცხრობთ და წინსვლას გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა, ახალი ხალხითა და ენერგიით.“ საქართველოს პრეზიდენტი დღეს კასპის რაიონის სოფელ ახალციხეში ანდრო ბარნოვის მშობლების ოჯახს ესტუმრა.
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)