Google+

საქმიანობა

01.10.2008 საქართველოს პირველმა ლედიმ ცხინვალის, ქარელისა და გორის რაიონებიდან დევნილ მოსახლეობას დახმარება გაუწია 2008 წლის 1-2 ოქტომბერს საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი თბილისში ცხინვალის, ქარელისა და გორის რაიონებიდან დევნილი მოსახლეობის დროებითი განთავსების რამდენიმე ობიექტს ესტუმრა და მათ დახმარების სახით წნევისა და დიაბეტის საზომი აპარატები (თავისი ჩხირებით), მედიკამენტები, მაცივრები, სარეცხი მანქანა, ბავშვებისთვის სათამაშოები გადასცა.
01.10.2008 საქართველოს პირველი ლედის ინიციატივით 26 სტუდენტს სასწავლო სტიპენდია გადაეცა 2008 წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის მიერ ფონდ GIEV-ის თანადგომით 2008-2009 სასწავლო წლისთვის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 26 სტუდენტს სტიპენდიები გადაეცა.
24.09.2008 საქართველოს პირველი ლედის ინიციატივით დევნილებისთვის სარემონტო სამუშაოები ჩატარდა 2008 წლის 24 სექტემბერს საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიციატივითა და თანადგომით ცხინვალის, ქარელის და გორის რაიონებიდან დევნილი მოსახლეობის დროებითი განთავსების რამდენიმე ობიექტზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, კერძოდ კი, შეკეთდა ფანჯრის ჩარჩოები, ჩაისვა მინები და გარემონტდა იატაკი.
03.09.2008 საქართველოს პირველი ლედის ხელშეწყობით მაგიდის ჩოგბურთის კლუბი „ტოპ-სპინი“ ჰოლანდიაში გაემგზავრა 2008 წლის 3 სექტემბერს საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ხელშეწყობით მაგიდის ჩოგბურთის კლუბი „ტოპ-სპინი" თბილისიდან ჰოლანდიაში გაემგზავრა. „ტოპ-სპინი“ ჰოლანდიაში ადგილობრივი ჩოგბურთის კლუბმა „Steeds Hoger/TSB“–მა მიიწვია.
01.09.2008 საქართველოს პირველმა ლედიმ ცხინვალის, ქარელისა და გორის რაიონებიდან დევნილ მოსახლეობას დახმარება გაუწია 2008 წლის 1 სექტემბერს საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი გორში ცხინვალის, ქარელისა და გორის რაიონებიდან დევნილი მოსახლეობის დროებითი განთავსების ობიექტებს ესტუმრა. ქალბატონმა სანდრამ რასტრაპოვიჩ-ვიშნევსკაიას ფონდისა და ფონდ GIEV-ის თანადგომით დევნილებს დახმარების სახით ლეიბები, თეთრეული, თბილი გადასაფარებლები, ბალიშები და სათამაშოები გადასცა; გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით კი, ჰიგიენური საშუალებები და ბავშვთა კვება.
18.08.2008 საქართველოს პირველმა ლედიმ ცხინვალის, ქარელისა და გორის რაიონებიდან დევნილ მოსახლეობას დახმარება გაუწია 2008 წლის 18-19 აგვისტოს საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი თბილისში ცხინვალის, ქარელისა და გორის რაიონებიდან დევნილი მოსახლეობის დროებითი განთავსების რამდენიმე ობიექტს ესტუმრა.
27.06.2008 თბილისის 72-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები თბილისის ევროპარკს ესტუმრნენ 2008 წლის 27 ივნისს საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა ელისაბედ რულოვსმა თბილისის 72-ე საჯარო სკოლის 29 მოსწავლე თბილისის ევროპარკში მიიწვია.
28.05.2008 საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა 2008 წლის 28 მაისს საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიციატივითა და კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციასთან თანამშრომლობით (www.classicalmusic.ge), პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა.
02.01.2008 სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სიღნაღსა და ბოდბეში საახალწლო ექსკურსია „ბედობა“ მოეწყო 2008 წლის 2 იანვარს საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა ელისაბედ რულოვსმა საახალწლო ექსკურსია „ბედობა“–ზე სიღნაღსა და ბოდბეში სოციალურად დაუცველი 21 ბავშვი მიიწვია. ბავშვებმა სიღნაღის ღირსშესანიშნაობები და ბოდბეს დედათა მონასტერი დაათვალიერეს.
01.10.2007 საქართველოს პირველი ლედის ინიციატივით 20 სტუდენტს სასწავლო სტიპენდია გადაეცა 2007 წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის მიერ ფონდ GIEV-ის თანადგომით 2007-2008 სასწავლო წლისთვის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 20 სტუდენტს სტიპენდიები გადაეცა.
01.07.2007 ფრანგული ენის კურსი ბათუმელი მოზარდისთვის 2007 წლის 1 ივლისიდან საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიციატივით დიუმას ცენტრში ფრანგული ენის საზაფხულო კურსს ბათუმელი მოზარდი დაესწრო.
04.06.2007 საქართველოს პირველი ლედის ინიციატივით ლიტერატურული საღამო „შეხვედრა ქვიშხეთში“ გაიმართა 2007 წლის 4 ივნისს საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიციატივით ხაშურის რაიონ დაბა ქვიშხეთში ლიტერატურული საღამო „შეხვედრა ქვიშხეთში“ გაიმართა, სადაც თავი მოიყარეს ადგილობრივმა პოეტებმა და სახალხო მთქმელებმა.
03.06.2007 სტეფანწმინდის სასულიერო სკოლა-პანსიონატის მოსწავლეებისთვის მარტვილში ექსკურსია მოეწყო 2007 წლის 3 ივნისს საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა ელისაბედ რულოვსმა სტეფანწმინდაში მდებარე სასულიერო სკოლა-პანსიონატის 39 მოსწავლესა და 5 პედაგოგს მარტვილში უმასპინძლა და ადგილობრივი ღირსშესანიშნაობები გააცნო.
02.01.2007  სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის თბილისში საახალწლო ექსკურსია „ბედობა“ მოეწყო 2007 წლის 2 იანვარს საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა ელისაბედ რულოვსმა სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები (სულ 30 პირი) თბილისში საახალწლო ექსკურსია „ბედობა“–ზე მიიწვია, რომლებმაც ქალაქის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს.
06.07.2005 სიღნაღის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საცხოვრებელი ერთობა „ქედელის“ წევრები ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკს ესტუმრნენ 2005 წლის 6 ივლისს საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიციატივით სიღნაღის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საცხოვრებელი ერთობა „ქედელის“ 15 წევრი ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკს ეწვია.
28.10.2004 ჭიათურის სკოლებს შორის საფეხბურთო ტურნირი გაიმართა 2004 წლის 28 ოქტომბერს გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით ჭიათურის სკოლებს შორის საფეხბურთო ტურნირი გაიმართა. გამარჯვებულ სკოლას პირველი ლედის პრიზი და თასი გადაეცა.
15.09.2004 საქართველოს პირველი ლედის ინიციატივით ქართველთა რძლების კლუბი DAUGHTERS-IN-LOVE დაარსდა 2004 წლის 15 სექტემბერს საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიციატივით კლუბი DAUGHTERS-IN-LOVE დაარსდა, რომელშიც ქართველთა უცხოელი რძლები გაწევრიანდნენ.
10.09.2004 ახალი ტიტის პრეზენტაცია სახელწოდებით „პირველი ლედი“ 2004 წლის 10 სექტემბერს თბილისის ბოტანიკურ ბაღში ახალი ტიტის პრეზენტაცია გაიმართა სახელწოდებით – „პირველი ლედი“.