Google+

საქმიანობა

03.04.2011 ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსის ერთ–ერთ მონაწილეს პირველი ლედის პრიზი გადაეცა 2011 წლის 3-15 აპრილს თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსი გაიმართა, სადაც პირველი ლედის პრიზი ქუთაისელმა კონკურსანტმა 10 წლის მარიტა პატარაიამ (კლარნეტი) დაიმსახურა.
27.03.2011 თბილისში სანდრა ელისაბედ რულოვსის წიგნის „იდეალისტის ნაამბობის“ პოლონური თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა 2011 წლის 27 მარტს თბილისში საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის წიგნის „იდეალისტის ნაამბობის“ პოლონური თარგმანის პრეზენტაცია მოეწყო, რომელიც საქართველოში მცხოვრები პოლონური დიასპორისთვის გაიმართა. პრეზენტაცია საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა და შემოსული თანხა ფონდ SOCO–ს პროექტების დასაფინანსებლად გადაირიცხა.
15.03.2011 საქართველოს პირველმა ლედიმ „სოციალური მუშაკის“ დღე ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვიზიტით აღნიშნა 2011 წლის 15 მარტს საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „სოციალური მუშაკის“ დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებას დაესწრო. ქალბატონმა სანდრამ „სოციალური სამუშაოს“ მიმართულების ლექტორებსა და სტუდენტებს სიტყვით მიმართა და დღევანდელ რეალობაში სოციალური სამუშაოს აქტუალურობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.
03.03.2011 საქართველოს პირველი ლედი ბათუმის სამშობიარო სახლებს ესტუმრა 2011 წლის 3 მარტს, დედის დღეს საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი ბათუმის სამშობიარო სახლებს ესტუმრა. ქალბატონმა სანდრამ იქ მყოფი მელოგინე ქალბატონები მოინახულა და საჩუქრები გადასცა.
14.02.2011 საქართველოს პირველი ლედი მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ჰემატოლოგიის განყოფილებას ესტუმრა 14.02.2011 2011 წლის 14 თებერვალს საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ჰემატოლოგიურ განყოფილებას ეწვია. ქალბატონმა სანდრამ იქ სამკურნალოდ მყოფი 25 ბავშვი მოინახულა და საჩუქრები გადასცა.
27.01.2011 ქართველ ჟურნალისტს სტან სტორიმანსის სტიპენდია მიენიჭა 2011 წლის იანვარში სტან სტორიმანსის სტიპენდიის ფარგლებში საქართველოს საზოგადოებრივი რადიოს ჟურნალისტმა ქ.ჰილვერსუმის ნიდერლანდების რადიოს ტრეინინგ ცენტრში პროფესიული გადამზადების კურსი გაიარა.
02.01.2011 თბილისიდან სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ბათუმში საახალწლო ექსკურსია „ბედობა“ მოეწყო 2011 წლის 2 იანვარს საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა ელისაბედ რულოვსმა უკვე ტრადიციად ქცეულ საახალწლო ექსკურსია „ბედობა“–ზე თბილისიდან ბათუმში ექვსი სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახი (6 უფროსი და 11 ბავშვი) მიიწვია, რომლებმაც ბათუმის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს, კერძოდ, ბოტანიკური ბაღი, ნობელის მუზეუმი, ძველი და ახალი ბულვარი, აკვარიუმი და გონიოს ციხე.
11.11.2010 ოზურგეთში პოლონეთის თემაზე შექმნილი ნახატების კონკურსი გაიმართა 2010 წლის 11 ნოემბერს საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიციატივით, გურიის რეგიონში პოლონეთის თემაზე შექმნილი ნახატების კონკურსი ჩატარდა. სამ საუკუთესო კონკურსანტ–მხატვარს საქართველოს პირველი ლედის მიერ დაწესებული პრიზები გადაეცა, კერძოდ კი, მუსიკალური ცენტრი, მუსიკალური ფლეიერი და დისტანციური ტელეფონი.
30.10.2010 საქართველოს პირველი ლედის ინიციატივით „პოეზიის დღე – შოთაობა“ კვლავ გაიმართა 2010 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიციატივით კვლავ შედგა სახალხო დღესასწაული „პოეზიის დღე-შოთაობა“ და ასპინძის რაიონში დიდი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ამავე ღონისძიების ფარგლებში ლიტერატურული კონკურსი ჩატარდა, რის შედეგადაც საუკეთესო ლექსების ავტორებს ჯილდოები გადაეცათ.
17.10.2010 ტუბერკულოზისგან განკურნებული მოზარდები ერთკვირიანი ვიზიტით ავსტრიის რესპუბლიკას ეწვივნენ 2010 წლის 17-24 ოქტომბერს საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის მხარდაჭერითა და ავსტრიელი ბიზნესმენის ქ.შვარცის ინიციატივით, ტუბერკულოზისგან განკურნებული 7 მოზარდი და 3 ექიმი ერთკვირიანი ვიზიტით ავსტრიის რესპუბლიკას ესტუმრა.
01.10.2010 საქართველოს პირველი ლედის ინიციატივით 42 სტუდენტს სასწავლო სტიპენდია გადაეცა 2010 წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის მიერ ფონდ GIEV-ის თანადგომით 2010-2011 სასწავლო წლისთვის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 42 სტუდენტს სტიპენდიები გადაეცა.
01.10.2010 თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის 20 თანამშრომლისთვის ბათუმში ორდღიანი ექსკურსია მოეწყო 2010 წლის 1-2 ოქტომბერს საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიციატივით თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის 20 თანამშრომელი ორდღიანი ექსკურსიით ბათუმს სტუმრობდა. გამოცდილების გაზიარების მიზნით მათ მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლი მოინახულეს და ბათუმის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს.
01.09.2010 საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაცვლითი კულტურული პროგრამა განხორციელდა 2010 წლის 1-10 სექტემბერს საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველი ლედის მეჰრიბან ალიევას ინიციატივით საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაცვლითი კულტურული პროგრამა განხორციელდა. ამ პროგრამის ფარგლებში თითოეული ქვეყნიდან სოციალურად დაუცველი ბავშვებისგან შემდგარი 20 კაციანი ჯგუფი ათდღიანი ვიზიტით საქართველოსა და აზერბაიჯანს სტუმრობდა.
01.07.2010 ინგლისური ენის საზაფხულო კურსი ოზურგეთში 2010 წლის 1 ივლისიდან საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიციატივით ინგლისური ენის საზაფხულო კურსს ოზურგეთში სამხატვრო სკოლის 19 მოსწავლე დაესწრო.
26.06.2010 ქართველ ჟურნალისტებს სტან სტორიმანსის სტიპენდია მიენიჭათ 2010 წლის 26 ივნისს სტან სტორიმანსის სტიპენდიის ფარგლებში ორი ჟურნალისტი გაიგზავნა ქ.მიდელბურგის რუზველტის აკადემიის ერთკვირიან საზაფხულო სკოლაში საგამოძიებო ჟურნალისტიკის კურსზე – „სიმართლის მიღმა სიმართლის ძიება“ დასასწრებად.
25.06.2010 მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლის თანამშრომლებისთვის აღმოსავლეთ საქართველოში ორდღიანი ექსკურსია მოეწყო 2010 წლის 25-26 ივნისს საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიციატივით მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლის 20 თანამშრომელი ორდღიანი ექსკურსიით აღმოსავლეთ საქართველოს ეწვია. მათ თბილისი, სიღნაღი, ბოდბე, ზედაზენი და შიომღვიმე მოინახულეს.
19.06.2010 ლენტეხის ორი საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის გოგონებისთვის ბათუმში ორდღიანი ექსკურსია მოეწყო 2010 წლის 19-20 ივნისს საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიციატივით ლენტეხის ორი საჯარო სკოლის (#1 და #2) დამამთავრებელი კლასის 39 გოგონა ორდღიანი ექსკურსიით აჭარას ეწვია. მათ ბათუმის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს და გონიოს ციხე მოინახულეს.
01.06.2010 საქართველოს პირველი ლედის ინიციატივით ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა 2010 წლის 1 ივნისს საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიციატივითა და კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციასთან თანამშრომლობით (www.classicalmusic.ge), პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კლასიკური მუსიკის ტრადიციად ქცეული კონცერტი გაიმართა.
01.06.2010 ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი – საქართველოს“ აღსაზრდელები პრეზიდენტის ადმინისტრაციას ესტუმრნენ საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის მიერ დაწესებული პრიზი – სტუმრად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში – ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი – საქართველოს“ მიერ მოწყობილ საქველმოქმედო აუქციონზე გათამაშდა. პრიზი ამ ორგანიზაციის აღსაზრდელებს ხვდათ წილად და ისინი პრეზიდენტის ადმინისტრაციას 2010 წლის 1 ივნისს ესტუმრნენ.
20.05.2010 პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკისა და პირველი ლედის მარია კაჩინსკას გარდაცვალების მეორმოცე დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა 2010 წლის 20 მაისს საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიციატივით, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკისა და პირველი ლედის მარია კაჩინსკას გარდაცვალების მეორმოცე დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიებას მთავრობისა და საქართველოში მყოფი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.