Google+

საქმიანობა

25.01.2012
საქართველოს პირველი ლედის მიერ სოციალური სამუშაოს მიმართულების სტუდენტებისათვის სასწავლო სტიპენდიის დაწესება

2012 წლის 25 იანვარს საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა და მის მიერ სოციალური სამუშაოს მიმართულების სტუდენტებისთვის სასწავლო სტიპენდიის დაწესების შესახებ ოფიციალური განაცხადი გააკეთა.

სტიპენდიები სამ კატეგორიად იყოფა – ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს და პირველი ლედის ინიციატივით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური სამუშაოს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 6 სტუდენტს გადაეცემა. 

პირველი ლედის ეს ინიაციატივა საქართველოში მოღვაწე ჩინური კომპანია HUAWEI-ს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ამ წამოწყებით ქალბატონ სანდრას სურს, რომ პოპულარიზაცია გაუწიოს სოციალურ მუშაკთა მეტად საჭირო და სასარგებლო პროფესიას, რომელზედაც მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული საზოგადოების კეთილდღეობა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code