Google+

სიახლეები

24.09.2013 საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში ესტონელ კოლეგას შეხვდა მხარეებმა საქართველოს ევროპულ და ჩრდილოატლანტიკურ მისწრაფებებზე ისაუბრეს და ყურადღება ორმხრივ ურთიერთობებზე გაამახვილეს.
24.09.2013 საქართველოს პრეზიდენტმა სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის სამიტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა მიხეილ სააკაშვილსა და ბარაკ ობამას შორის მცირეხნიანი საუბარიც შედგა.
24.09.2013 მიხეილ სააკაშვილმა ბრონისლავ კომოროვსკისთან გამართა შეხვედრა ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებს ხვდება.
22.09.2013 საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა
მიხეილ სააკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 68-ე სესიას დაესწრება, სადაც ქვეყნის პირველი პირი სიტყვით წარსდგება სესიის მონაწილეთა წინაშე.
21.09.2013 საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება სრულიად უეჭველია, რომ დღეს მთავრობას გაცილებით მეტი უჯდება კომერციული რეისების დაქირავება, ვიდრე ...
20.09.2013 რთველი პრეზიდენტის ვენახში საქართველოს პრეზიდენტის ვენახში რთველი მიქაელ მთავარანგელოზის დღეს დაემთხვა და ის, სიმბოლურად, მეუფე სერგიმ გახსნა.
19.09.2013 საქართველოს პრეზიდენტი: „ბინების მშენებლობა უნდა განახლდეს სრული ტემპით და კუთვნილი ბინები ყველა ოფიცერმა უნდა მიიღოს“ საქართველოს პრეზიდენტი ვიცე-პოლკოვნიკ ალექსანდრე ტუღუშთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
19.09.2013 საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ყვარლის კარ-მიდამოში გახსნილ მეღვინეობის  სასწავლო ცენტრში ფრანგმა ენოლოგმა ტრენინგი გამართა საქართველოს კუთხეებიდან მოწვეულ მეღვინეებს ჟან მიშელ მუნიემ თანამედროვე ტექნოლოგიები გააცნო
18.09.2013 საქართველოს პრეზიდენტმა ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში მოინახულა ერთწლიანი მკურნალობის შემდეგ, ვიცე-პოლკოვნიკი თბილისში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა და საცხოვრებელი ბინის არქონის გამო, იძულებულია, ავტოფარეხში იცხოვროს.
18.09.2013 პრეზიდენტმა თურქეთში მცხოვრებ თანამემამულეებს მოქალაქეობა მიანიჭა „ჩარშამბას“ აეროპორტში მიხეილ სააკაშვილს სხვადასხვა სოფლებიდან საგანგებოდ ჩამოსული თანამემამულეები საქართველოს დროშებით დახვდნენ.
17.09.2013 საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისის აეროპორტის არქიტექტორებსა და მშენებლობაში მონაწილე სხვა პირებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა მიხეილ სააკაშვილმა სულ 12 ადამიანი დააჯილდოვა, რომელთა შორის სამი უცხოელი არქიტექტორი იყო.
16.09.2013 საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდა საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობა სტრატეგიული პროექტების შეჩერების გამო გააკრიტიკა
16.09.2013 საქართველოს პრეზიდენტი ეუთოს საპარლამეტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა საქართველოს პრეზიდენტი დღეს ეუთოს საპარლამეტო ასამბლეის პრეზიდენტს რანკო კრივოკაპიჩს და ასამბლეის გენერალურ მდივანს სპენსერ ოლივერს შეხვდა.
16.09.2013 საქართველოს პრეზიდენტმა ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალქალაქის სკოლებიდან მიულოცა მიხეილ სააკაშვილმა ახალქალის #1 და #3 საჯარო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს საჩუქრად ნოუთბუქები გადასცა
15.09.2013 საქართველოს პრეზიდენტი: „ ენგურჰესის მშენებლობის შემდეგ საქართველოში მსგავსი მასშტაბური მშენებლობა არ ყოფილა...უნდა გეზიზღებოდეს შენი ქვეყანა , რომ ეს ისტორიული მშენებლობა შეაჩერო...რატომ გააჩერეს?! “
საქართველოს პრეზიდენტმა და დედაქალაქის მერმა ვერტმფრენიდან ის გაჩერებული მასშტაბური მშენებლობები დაათვალიერეს, რომელიც რკინიგზის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
13.09.2013 საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ბრიფინგი საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთში მცხოვრებ თანამემამულეებს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა
12.09.2013 საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ბრიფინგი  მანანა მანჯგალაძე ქვეყნის პრემიერ-მინისტრის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან ვერტმფრენებთან დაკავშირებით გააკეთა.
12.09.2013 საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა მიხეილ სააკაშვილმა მათ სიტყვით მიმართა და ქვეყნის საგრეო პოლიტიკის იმ მიმართულებებს შორის გაავლო პარალელი, რომელიც, ერთი მხრივ, ქართველმა ხალხმა აირჩია და ეს არის ევროპული არჩევანი, ხოლო, მეორე მხრივ, ის, რასაც პრემიერ-მინისტრი ალტერნატიულ ვარიანტად განიხილავს - ევრაზიული კავშირი.
11.09.2013 საქართველოს პრეზიდენტი: რადგან ყველანი ცოცხლები ვართ, უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გმირების ბრძოლა და მივიყვანოთ საბოლოო დასასრულამდე საქართველოს პრეზიდენტმა შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების დედები თამარ მეფის ორდენებით დააჯილდოვა
11.09.2013 საქართველოს პრეზიდენტმა 2008 წელს შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების დედები დააჯილდოვა მიხეილ სააკაშვილმა ქართველი სამხედროების თავდადება და თავგანწირვა გაიხსენა და ყურადღება ქართველი დედების როლზე გაამახვილა.
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)