Google+

სიახლეები

09.10.2013 საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელს შეხვდა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში მისიის საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და გაწეული სამუშაოსთვის მათ მადლობა გადაუხადა.
09.10.2013 საქართველოს პრეზიდენტი მთავრობას უშიშროების საბჭოს მოწვევას სთავაზობს
„ პრეზიდენტის სახელით მინდა შევთავაზო მთავრობას, რომ შაბათს შეიკრიბოს უშიშროების საბჭო რუსეთის ფედერაციის მიერ საოკუპაციო ხაზის საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორებზე გადმოწევის ფაქტთან დაკავშირებით და ვიმსჯელოთ ამ სიტუაციიდან გამოსავალზე...“
08.10.2013 საქართველოს პრეზიდენტი სურინამის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარეს შეხვდა საუბრისას, მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა სურანამის მხარეს იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც, ქვეყანამ ოკიპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მხრივ გამოხატა.
06.10.2013 საქართველოს პრეზიდენტმა  ფრანგი რეჟისორი რედა ბენტიფორი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. მიხეილ სააკაშვილმა ფრანგ რეჟისორს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მრავალი თვის განმავლობაში ქართულ დასთან ერთად მუშაობდა.
04.10.2013 საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია 2013 წლის 27 ოქტომბირის არჩევნების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკვეთით ამერიკულმა კვლევითმა კომპანიამ „გრინბერგ, ქუინლან, როზნერ რისერჩმა“ ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა.
02.10.2013 საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ერთად  შეჩერებული მასშტაბური პროექტები ვერტმფენიდან დაათვალიერა.  მიხეილ სააკაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ, უშუალოდ ანაკლიის ტერიტორიიდან განუმარტა მთავრობას, რომ ლაზიკა და ანაკლიის პორტი ერთიდაიგივე გეოგრაფიული ადგილმდებარეობაა. ქვეყნის პირველმა პირმა პორტის მშენებლობის სტრატეგიგიულ და ეკონომიკურ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
02.10.2013 საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას ამ პირთა შეწყალების თაობაზე, რომელიც ამ წუთებში უკვე იგზავნება შესაბამის სტრუქტურებში
01.10.2013 საქართველოს პრეზიდენტმა მეღვინეობის ახლადგახსნილ სასწავლო ცენტრში ყვარელში კალიფორნიელი მეღვინეები კახელ მეღვინეებს შეახვედრა სტუმრებმა პრეზიდენტის ვენახიც დაათვალიერეს და ევროპული და ადგილობრივი ტექნოლოგიით დაყენებული ქართული ღვინოც დააჭაშნიკეს.
30.09.2013 საქართველოს პრეზიდენტმა სოჭის ლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ კომენტარი გააკეთა
მიხეილ სააკაშვილმა სოჭის ლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ უარის თქმის შემთხვევაში, ოლიმპიური კომიტეტისგან ქვეყანას არავითარი სანქცია არ დაეკისრებოდა.
30.09.2013 მიხეილ სააკაშვილი მზად არის პრემიერ-მინისტრთან ერთად დაათვალიეროს შეჩერებული პროექტები  საქართველოს პრეზიდენტი დღეს პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან ანაკლიის პორტის მშენებლობის შესახებ გააკეთა.
30.09.2013 საქართველოს პრეზიდენტი: „ახლა საერთო ეროვნული კრიზისის წინაშე ვართ და ასეთ დროს ერთადერთი გამოსავალი ერთიანობაა“
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრ ელჩებს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა საქართველო- ევროკავშირის თანამშრომლობის პროცესში მიღწეული პროგრესი იყო.
29.09.2013 საქართველოს პრეზიდენტი: „ბოლო თვეებში ჩვენ  უფრო მეტ სახნავ-სათესზე და სასოფლო-სამეურნეო მიწებზე დავკარგეთ კონტროლი, ვიდრე 2008 წლის ცხელი ომის დროს ქურთაში და თამარაშენში... და ეს ყველაფერი ისე მოხდა, რომ პრაქტიკულად ვერავინ გაიგო მსოფლიოში ამის შესახებ!“  ...მზად ვარ დავჯდე საქართველოს მთავრობასთან ერთად და ჩემს ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოვიყენო, მათ შორის საერთაშორისო. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად თუ როგორ შევაჩეროთ ჩვენი მიწების ასეთი ჩუმი და ძალიან საშიში ანექსია!
29.09.2013 საქართველოს პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი თომას ბურგენტალი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა
27.09.2013 საქართველოს პრეზიდენტმა გადაცემა „ილუზიონი“-ს წამყვანი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა მას წლების განმავლობაში გაწეული ღვაწლისთვის
27.09.2013 საქართველოს პრეზიდენტმა კონკორდიას სამიტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა ქვეყნის პირველმა პირმა მისი პრეზიდენტობის პერიოდში განხორციელებული რეფორმების, მიღწეული წარმატებებისა და შეძენილი გამოცდილების შესახებ ისაუბრა.
25.09.2013 საქართველოს პრეზიდენტი ალბანეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში პარტნიორობის მიმართულებები განიხილეს.
25.09.2013 საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის 68-ე სესიაზე ჩემთვის დიდი პატივია ამ ტრიბუნიდან კვლავ წარმოვადგენდე ჩემს საყვარელ ქვეყანას...
25.09.2013 ნიუ-იორკში საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობასა და იმ მისწრაფებებზე გაამახვილეს ყურადღება, რომლებიც ორი ქვეყნის თნამშრომლობას გააღრმავებს.
25.09.2013 საქართველოს პრეზიდენტი ნიუ-იორკში ქართულ დიასპორას შეხვდა მიხეილ სააკაშვილმა მათ სიტყვით მიმართა და ყურადღება იმ პოლიტიკურ ტენდენციებზე გაამახვილა, რომლებიც ქვეყანას სერიოზულ საფრთხეებს უქმნის.
24.09.2013 საქართველოს პრეზიდენტი: „მავთულხლართების თემა არის სერიოზული კრიზისის თემა და სერიოზული შემოტევის ნიშანი ქართულ სახელმწიფოებრიობაზე“ საქართველოს პრეზიდენტი ნიუ-იორკიდან კიდევ ერთხელ გამოეხმაურა დვანსა და დიცში განვითრებულ მოვლენებს.
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)