Google+

რელიზები

14.03.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქარელის რაიონს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქარელის რაიონს ესტუმრა და რაიონის გუბერნატორს სარწყავი არხის აღდგენა დაავალა. დღესვე მიხეილ სააკაშვილმა გომის ქარხანა დაათვალიერა და იქ დასაქმებულ 200 ადამიანს შეხვდა.

"ჩვენ ვაშლის გადამამუშავებელი რამდენიმე ქარხანა უნდა ავაშენოთ, რაც "ასი საწარმოს" პროგრამის ნაწილია და ბავშვთა კვების პროდუქციით დაწყებული, ყველაფერი ადგილზე უნდა შევქმნათ. თავად ვესაუბრე შვეიცარიელ და სხვა ქვეყნების ინვესტორებს და ეს სრულიად შესაძლებელია. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ვაშლი დიეტური კვების პროდუქტებისთვისაც შესანიშნავია. ეს არის ჩვენი სიღარიბის დაძლევის 50-დღიანი მოსამზადებელი პროგრამის ნაწილი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა გზად ის ადგილიც მოინახულა, სადაც სარწყავი არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ქარელის რაიონის რამდენიმე სოფელს წლების განმავლობაში წყლით მომარაგების პრობლემა ჰქონდა, რომლის მოგვარებაც 50-დღიანი პროგრამის ფარგლებში გადაწყდა. მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და მათი პრობლემებით დაინტერესდა.

"ჩვენი პროგრამის შემადგენელი ნაწილი იყო "გაზი ყველა სოფელს", "წყალი ყველა სოფელს", "ექიმი ყველა სოფელს" ასევე გზები და სკოლების მშენებლობა. ამ მხრივ, არც თქვენი სოფელი უნდა იყოთ გამონაკლისი. აქ კი, როგორც ვხედავ, დანაპირების მესამედზე მეტი უკვე შესრულებულია", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა მათთან საუბრისას.

სარწყავი არხის რეაბილიტაციაზე ადგილობრივ მცხოვრებლებს "პატრიოტებიც" ეხმარებიან. რაიონის გამგებლებმა და გუბერნატორმა პრეზიდენტისგან დავალებები დამატებით მიიღეს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)