Google+

რელიზები

20.05.2008
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში მეგობრობის სახლი გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში მეგობრობის სახლი გახსნა, სადაც აჭარაში მცხოვრები 8 დიასპორის ოფისი განთავსდა. რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის, ქურთების, გერმანიის, საბერძნეთის, ებრაული დიასპორის წარმომადგენლებს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიესალმა. სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აუცილებელია საქართვენლოში ეროვნულ უმცირესობათა მეგობრული თანაცხოვრება. დღესვე მეგობრობის სახლში თითოეულ დიასპორას საჩუქრად კომპიუტერები და საოფისე ინვენტარი გადაეცა.

მეგობრობის სახლის გახსნის შემდეგ დიასპორების წარმომადგენლებმა პალმები დარგეს, ბათუმს კიდევ ერთი მეგობრობის ხეივანი შეემატა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)