Google+

რელიზები

23.05.2008
მიხეილ სააკაშვილი ენერგეტიკულ სამიტში მონაწილეობის მისაღებად უკრაინაში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ენერგეტიკულ სამიტში მონაწილეობის მისაღებად უკრაინაში გამთენიისას გაემგზავრა. სამიტში 6 ქვეყნის პრეზიდენტები მონაწილეობენ, სადაც პრეზიდენტების დონეზე ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები განიხილება.

სამიტში ასევე ჩართულია ევროკომისიის კომისარი ენერგეტიკულ საკითხებში ანდრის პიბალგსი, ბულგარეთის, სლოვაკეთისა და აშშ-ს ოფიციალური წარმომადგენლები.

სამიტის პლენარული სხდომა პრეზიდენტმა იუშჩენკომ გახსნა. შეხვედრაზე განიხილეს უკრაინული ნავთობსადენის ოდესა-ბროდის ბაზაზე ევრო-აზიური ნავთობსატრანსპორტო დერეფნის შექმნისა და სამი ზღვის - ბალტიის, შავი და კასპიის ზღვების ენერგეტიკული სივრცის ჩამოყალიბების საკითხები, ასევე ენერგეტიკული უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირის პოლიტიკა.

სამიტზე საქართველო ბალტიის, კასპიისა და შავი ზღვების აუზების ენერგოკავშირის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. ეს წინადადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიევის ენერგეტიკულ სამიტზე დააყენა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ენერგოკავშირი სერიოზული ალტერნატივა იქნება, რომელიც უსაფრთხოებისა და ენერგორესურსების ტრანსპორტირების გარანტი გახდება.

მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ახალი ინიციატივა არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ ევროპული სახელმწიფოებისთვისაც მნიშვნელოვანი წამოწყებაა." ცოტა ხნის წინ საპარლამენტო არჩევნები ჩავატარეთ. ალბათ გახსოვთ ნატოს ბუქარესტის დეკლარაცია, რომელშიც პირდაპირ იყო მითითებული, რომ უკრაინისა და საქართველოს ლტოლვა ნატოში აშკარაა, ჩვენთვის მაპის მინიჭების საკითხში გადამწყვეტი ფაქტორი ეს არჩევნები იყო, ჩვენ ეს გამოცდა წარმატებით ჩავატარეთ" -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)