Google+

რელიზები

02.02.2009
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში მოღვაწე ბიზნესმენებსა და მეწარმეებს შეხვდა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უცხოეთში მოღვაწე ბიზნესმენები და მეწარმეები მიიღო. გადაწყდა, რომ საქართველოში შეიქმნება ეკონომიკურ საკითხებზე მომუშავე სპეციალური საკონსულტაციო საბჭო და უცხოეთში მცხოვრები წარმატებული ქართველები საქართველოს მთავრობას მუდმივად გაუწევენ კონსულტაციას. საბჭოს თავმჯდომარე ნიკა გილაური იქნება, ხოლო მოადგილე - ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე. პრეზიდენტის განცხადებით, ამ ეტაპზე ხელისუფლების პრიორიტეტია გლობალური ეკონომიკური კრიზისის დამანგრეველი შედეგები ქვეყნისთვის თავიდან აცილება.

"ჩვენ გვინდა ვიცოდეთ ობიექტური აზრი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში ჩვენი ეკონომიკის მაქსიმალური დაცვა და რამდენადაც ეს შესაძლებელია, ამ უბედურების თავიდან აცილება. მას რომ მთლიანად ვერ ავიცილებთ, უკვე ვგრძნობთ და ყველამ კარგად ვიცით. ჩვენი ამოცანაა, რომ მუდმივად გვქონდეს ობიექტური ინფორმაცია. ბევრი პროცესები უცხოეთში იწყება და შემდეგ ვრცელდება ჩვენთან. ამიტომ, თქვენ ხართ პირველები, ვინც რეალური ვითარება იცის და ხედავს იმ პროცესებს, რისგანაც წინასწარ უნდა გავფრთხილდეთ და თავი დავიცვათ. გვსურს, რომ კრიზისის საწინააღმდეგოდ შევქმნათ დიდი საერთაშორისო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც უცხოეთში მყოფი ჩვენი წარმატებული თანამემამულეები იქნებიან. ჩვენი თხოვნაა, რომ მაქსიმალურად დაგვეხმაროთ ამ საქმეში.

"ასევე მინდა გთხოვოთ, რომ როდესაც მსოფლიოში ეს კრიზისი დაიძლევა, მონაწილეობა მიიღოთ ახალი ქართული ეკონომიკის, ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში", - განუცხადა მათ საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)