Google+

რელიზები

10.12.2010
საქართველოს პრეზიდენტმა ელექტრომანქანა მექსიკის ავტობანზე გამოცადა

საქართველოს პრეზიდენტმა მექსიკის ქალაქ კანკუნში გაცხადებული ახალი ინიციატივების ფარგლებში, ის ელექტრომანქანა გამოცადა, რომელიც ქვეყანაში ახლო მომავალში ტრადიციულ ავტომანქანებს ჩაანაცვლებს. ჰიბრიდული ავტომანქანა, რომელიც ელექტრო ძრავით არის აღჭურვილი, ეკოლოგიურად სუფთა და ეკონომიურია.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნული ინიციატივა მსოფლიო ლიდერებს კანკუნში გაეროს კონფერენციის ფარგლებში გააცნო, რომელიც ეკოლოგიურ პორბლემებს მიეძღვნა.

ქვეყნის პირველი პირი კომპანია ნისანის მიერ გამოშვებულ ელექტროძრავიან მანქანას ავტობანზე პირადად მართავდა.

„ეს მანქანაც ნებისმიერი მანევრირების საშუალებას იძლევა.  ელექტრომანქანების დანერგვას  ჯერ სამთავრობო დონეზე  ვაპირებთ. შემდეგ მთავარ ავტობანებზე უნდა შევქმნათ ამ ტიპის მანქანების მომსახურებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა და   ხალხი ტრადიციულ ავტომაქანებს თანდათანობით ელექტრომანქანებით ჩაანაცვლებს. ეს ნამდვილი რევოლუციაა. ეს არის ის, რაც რეალურად ნავთობის ფასს მსოფლიოში მკვეთრად შეამცირებს.  ჩვენს შემთხვევაში, ეს გამართლებულია, რადგან საქართველო ჰიდროელექტროენერგიის მწარმოებელი ქვეყანაა. ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის ინიციატივით, უახლოეს მომავალში საქართველოს საავტომობილო პარკი ელექტრომობილებით შეივსება, რაც საწვავის მოხმარებას და, შესაბამისად, გამონაბოლქვს შეამცირებს.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)