რელიზები
06.12.2007
მეგობარი სახელმწიფოების პარლამენტის თავმჯდომარეებთან სატელეფონო საუბრები გრძელდება
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო ბურჯანაძე საქართველოში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი ინიციატივის ფარგლებში საქართველოს მეგობარი სახელმწიფოების პარლამენტის თავმჯდომარეებთან სატელეფონო საუბრებს განაგრძობს.
დღეს საუბრები შედგა ნინო ბურჯანაძესა და ავსტრიის, კანადის, ნორვეგიის, დანიის, შვედეთის, გერმანიის, კვიპროსის, ბულგარეთის, ლიტვის, თურქეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის პარლამენტის თავმჯდომარეებთან. აღნიშნული ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებმა ნინო ბურჯანაძესთან საუბრისას მზადყოფნა გამოთქვეს საქართველოში 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებელთა მისიების გამოგზავნის შესახებ.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური