Google+

რელიზები

09.10.2013
საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელს ტოივო კლაარს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში მისიის საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და გაწეული სამუშაოსთვის მათ მადლობა გადაუხადა. ქვეყნის პირველმა პირმა რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე მავთულხლართების გადმოწევის ფაქტსა და იმ პროვოკაციებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ბოლო კვირეების განმავლობაში ხორციელდება. 

„მინდა მივესალმო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელს. ბოლო კვირებში საქართველოს ოკუპანტის მხრიდან უპრეცედენტოდ დიდი აქტივობა გვაქვს, რომლებმაც დამატებით მიითვისეს და დაიპყრეს ასობით ჰექტარი. მათ უფრო მეტი სახნავ-სათესი მიწა წაართვეს ადგილობრივებს, ვიდრე 2008 წელს ლიახვის ხეობაში. რა თქმა უნდა, ეს ატარებს განსაკუთრებულ პროვოკაციულ და საშიშ ხასიათს. ვფიქრობ, ამას აქვს პოლიტიკური მიზნები. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ვიმუშაოთ ევროპელ პარტნიორებთან შემდგომი პროვოკაციების, შემდგომი ყაჩაღობის შესაკავებლად - ამ საქციელს სხვას ვერაფერს ვუწოდებთ. ასევე უნდა გამოვიჩინოთ სიმტკიცე და მაქსიმალურად დავეხმაროთ ჩვენს ხალხს. ევროკავშირის დამკვირვებლების აქ ყოფნა მნიშვნელოვანია, რათა ინფორმაცია იყოს მათ რადარებზე, პირველწყაროდან იცოდნენ ზუსტად რა ხდება და არსებული ვითარებიდან სწორი დასკვნები თავად გამოიტნონ. ჩვენ დიდ მადლობას ვუხდით დამკვირვებლებს, რადგან ისინი მართლაც ემსახურებიან უსაფრთხოებისა და მშვიდობის დამყარების საქმეს“, - განაცხადა შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)