Google+

რელიზები

04.10.2013
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

2013 წლის 27 ოქტომბირის არჩევნების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის  დაკვეთით ამერიკულმა კვლევითმა კომპანიამ „გრინბერგ, ქუინლან, როზნერ რისერჩმა“ (Greenberg, Quinlan, Rosner  Research) ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა. ინტერვიუები ჩატარდა 2013 წლის 15-21 სექტემბერს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) და მოიცავდა 1,204 პირისპირ ინტერვიუს.  კვლევის ცდომილების ხარისხი შეადგენს +/-2-3 პროცენტს. 

გამოკითხვამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ  საქართველოს საზოგადოების ევრო-ატლანტიკური მისწრაფება უცვლელია - გამოკითხულთა თითქმის 80% მიესალმება საქართველოს სურვილს გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი.

გამოკითხვა  ნათელს ფენს წინასაარჩევნო კომპანიაში არსებულ ვითარებას, ასევე საზოგადოების დამოკიდებულებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ეკონომიკური მდგომარეობა, დასაქმება, ქვეყნის განვითარების ვექტორი. იმედია ეს კვლევა ხელს შეუწყობს უფრო ინფორმირებულ დისკუსიას წინასაარჩევნო პერიოდში. 

2013 წლის სექტემბრის კვლევის შედეგები

Results from the September 2013 Survey




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)