Google+

რელიზები

06.01.2012
საქართველოს პრეზიდენტმა წყალტუბოში სპორტის სასახლე გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა წყალტუბოში სპორტის სასახლე გახსნა. მიხეილ სააკაშვილმა  სამსართულიანი შენობა, რომელშიც ჭიდაობის, კრივის, ფეხბურთის, ხელბურთისა და კალათბურთის დარბაზებია განთავსებული, ხელისუფლების წამომადგენლებთან და სპორტსმენებთან ერთად დაათვალიერა. ქვეყნის პირველი პირი სპორტის სასახლესთან შეკრებილ მოსახლეობასაც გაესაუბრა და მათ ის ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო, რომელთა განხორციელებაც წყალტუბოში იგეგმება.

 „წელს მთლიანად მოწესრიგდება წყალგაყვანილობის სისტემა და მომავალი წლისთვის, ვფიქრობ, ყველა სანატორიუმი დაიწყებს ფუნქციონირებას. ასევე დასრულდება ხუთი ახალი სასტუმროს მშენებლობაც და კეთილმოეწყობა დასასვენებელი პარკები. ძალზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღდგენის პროცესშია წყალტუბოს ცნობილი აბანოებიც... 2013 წელს წყალტუბო საკურორტო მნიშვნელობას დაიბრუნებს, ხოლო 2015 წლისთვის მსოფლიოს ერთ-ერთი ცნობილი ადგილი გახდება - ამას ხელს შეუწყობს ქუთაისის აეროპორტის ამოქმედება, ახალი ინვესტიციები. საბოლოოდ,  მოსახლეობა აქ აუცილებლად უნდა დასაქმდეს, რადგან ამის პოტენციალი ქალაქს ნამდვილად აქვს, უფრო მეტიც, სამუშაო ადგილი იმდენი გაჩნდება, რომ არა მხოლოდ ადგილობრივები, არამედ მიმდებარე რაიონებისა და სოფლების მოსახლეობაც დასაქმდება და აქაურობა რეალურად გამოცოცხლდება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

სპორტის სასახლე წყალტუბოში დაახლოებით წელიწადნახევარში აშენდა. თანამედროვე  სტანდარტების შესაბამისად მოწყობილ დარბაზებში, შესაძლებელია მაღალი დონის შეხვედრებისა და შეჯიბრებების გამართვა.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)