Google+

რელიზები

02.10.2007
საკონკურსო კომისიამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თვმჯდომარისა და ერთი წევრის თანამდებობებზე კანდიდატურები შეარჩია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და ცესკო-ს ერთი წევრის ღია კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდეტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ მიხეილ ნინუამ ბრიფინგი გამართა. კერძოდ მან განაცხადა, რომ 1 ოქტომბერს გაიმართა საკონკურსო კომისიის სხდომა (კომისია საქართველოს პრეზიდენტის 7 სექტემბრის განკარგულებით შედგა), რომელზეც კომისიის წევრებმა ღია კონკურსის შედეგად ამ თანამდებობების დასაკავებლად შეარჩიეს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი - ლევან თარხნიშვილი და გიორგი გვაჯაია, ხოლო ცესკო-ს წევრობის სამი კანდიდატი - დავით ზაალიშვილი, დავით კირთაძე და პაატა მანჯგალაძე.

როგორც მიხეილ ნინუამ განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს შვიდი დღის ვადაში უნდა წარუდგინოს ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე ერთი კანდიდატურა, ხოლო წევრის თანამდებობაზე ორი კანდიდატურა.

საკონკურსო კომისია პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებისაგან იყო დაკომპლექტებული. სულ შემოსული 12 განცხადებიდან 9 განცხადება იყო კომისიის წევრის, ხოლო 3 - თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)