Google+

რელიზები

15.05.2008
მიხელ სააკაშვილი ისრაელის პრეზიდენტს შიმონ პერესსა და პოლონეთის პრეზიდენტს ლეხ კაჩინსკის შეხვდა

იერუსალიმში ისრაელის სახელმწიფოდ გამოცხადების 60 წლის იუბილეზე სტუმრად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ისრაელის პრეზიდენტს შიმონ პერესს შეხვდა.

მოგვიანებით კი საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. მისი დასრულების შემდეგ პრეზიდენტებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც მიხეილ სააკაშვილმა აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები აგრესიის გამოვლინებად შეაფასა.

"ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, აგრესიის გამოვლინებაა და სხვა არაფერი. ყოველგვარი ნორმის დარღვევით ჩვენს ტერიტორიაზე სამხედრო ძალის კონცენტრირება მიმდინარეობს. აფხაზეთში სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული და რუსი სამხედრო მაღალჩინოსნები ღიად აცხადებენ, რომ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ძალას გამოიყენებენ. ყოველივე ეს ბოლშევიკურ შეტევას ჰგავს. ეს ისტორია აღარ უნდა განმეორდეს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის განცხადებით, აფხაზეთში ბოლო პერიოდში შექმნილი ვითარება საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევაა. მისი თქმით, საქართველო მარტო არ არის და საერთაშორისო საზოგადოება მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. პოლონეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსეთის ბოლო დროინდელ ქმედებას გამართლება არ აქვს.

"ვისაუბრეთ აფხაზეთში ბოლო პერიოდში შექმნილ ვითარებაზე, რაც იქ ხდება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა. არ შეიძლება მეზობელი ქვეყნის სუვერენიტეტის შებღალვა და მისი ტერიტორიების მიტაცება. ამ ვითარებაში მე ნატოს სანდოობის საკითხი უნდა დავაყენო. არ შეიძლება ქვეყანას აპრილში მაპ-ის მინიჭებას დაჰპირდე და ცოტა ხანში მას რომელიმე რეგიონის დაკარგვის საფრთხე შეექმნას. ამ შემთხვევაში ეჭვქვეშ დგება, ნატოს, როგორც საიმედო და ეფექტიანი ორგანიზაციის საკითხი", - განაცხადა ლეხ კაჩინსკიმ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)