Google+

რელიზები

30.01.2006
საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

გუშინ გვიან საღამოს სატელეფონო საუბარი შედგა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და აშშ-ს სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისს შორის. საუბრისას განხილულ იქნა საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების სტრატეგიული საკითხები.

კონდოლიზა რაისის განცხადებით, განვლილი დღეების განმავლობაში საქართველოში შექმნილი მძიმე ენერგეტიკული მდგომარეობა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განსაკუთრებული ყურადღების საგანი იყო და ამასთან დაკავშირებით, საგარეო უწყებას რუსეთის მხარესთან ყოველდღიური კავშირი ჰქონდა.

სახელმწიფო მდივნის განცხადებით, აშშ მზადაა ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში საქართველოს დახმარება და თანადგომა აღმოუჩინოს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)