Google+

რელიზები

02.03.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართველ მოციგურავეს, ტურინის ზამთრის ოლიმპიადის მონაწილეს ელენე გედევანიშვილს შეხვდა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართველ მოციგურავეს, ტურინის ზამთრის ოლიმპიადის მონაწილეს ელენე გედევანიშვილს შეხვდა. "ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ოლიმპიადაზე სპორტის ამ სახეობაში ქართველი მოციგურავის გამოჩენას მოვესწრებოდი", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. მისი თქმით, ახალგაზრდა მოციგურავეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება შესთავაზეს, მაგრამ ის არ დათანხმდა: "ამ ცდუნებას ბევრმა ქართველმა ვერ გაუძლო, პატარა ბავშვისგან ასეთი საქციელი კი გმირობის ტოლფასია", - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა ელენეს სამშობლოში დაბრუნება შესთავაზა, გაწვრთნასა და მომზადებაში მხარდაჭერა აღუთქვა და მას ფინანსურ უზრუნველყოფას დაპირდა.

ელენე გედევანიშვილმა საქართველოს პრეზიდენტს ვაჟის დაბადება მიულოცა და საჩუქრად წმიდა ნიკოლოზის ხატი გადასცა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)