Google+

რელიზები

24.01.2007
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოფელ ზემოხეთში ახალი სკოლა გახსნა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზემოხეთში უახლესი ტექნიკით უზრუნველყოფილი ახალი სკოლის შენობა გახსნა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოში ასობით ანალოგიური ხის სკოლა გაიხსნება. მან ისიც აღნიშნა, რომ ცენტრის ინდუსტრიის განსავითარებლად ის ორგანიზაციები წახალისდებიან, რომლებიც მსგავსი სასწავლო ორგანიზაციების მშენებლობაში მიიღებენ მონაწილეობას. მიხეილ სააკაშვილი ზემოხეთის მოსახლეობას გზებისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას დაპირდა.

„საქართველოში ყველა პირობაა იმისათვის, რომ ხე-ტყის ინდუსტრია აეწყოს, უახლოეს წლებში ასეთი ხისგან დამზადებულ ასეულობით სკოლას გავაკეთებთ. ამას გარდა, მაღალმთიან კურორტებსაც ვანვითარებთ. ყოველივე ამას კი საქართველოს სარესურსო ბაზა მოემსახურება"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მიმდინარეობის შესახებ კომენტარი გააკეთა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს პოზიცია კონფლიქტების მოგვარების საქმეში მსოფლიო თანამეგობრობისათვის ცნობილია და ის არ შეიცვლება. მისი თქმით, საქართველო კონსტრუქციული დიალოგისა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მომხრეა. ამავდროულად, საქართველოს ხელისუფლება ადამიანთა უფლებებს იცავს და საკუთარ სახლებში დევნილების დასაბრუნებლად მზად არის.

„საქართველო მშვიდობიანი, კონსტრუქციული პროცესის მომხრეა. ჩვენი ქვეყანა ვერ შეეუება იმ სიტუაციას, როდესაც დღისით, მზისით, ყველას დასანახად ყველაზე უმთავრესი - ადამიანების უფლებები ირღვევა - დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში, იცხოვრონ უსაფრთხო გარემოში. ამ უფლებისათვის ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. ვერავინ ვერ შეძლებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ეჭვქვეშ დაყენებას. საჭიროა ქმედითი მექანიზმების შექმნა, რომელიც სიტუაციას გამოასწორებს. ამისკენ საერთაშორისო თანამეგობრობას მოვუწოდებთ" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)