Google+

რელიზები

22.09.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვაიოს ველს ეწვია

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ასპინძის რაიონს ეწვია. მან ვაიოს ველი მოინახულა და პირველი ხნული თავადვე გაიყვანა. 850 ჰექტარზე გადაჭიმული ველი უცხოელმა ინვესტორმა შეიძინა, სადაც ხორბალსა და კარტოფილს მოიყვანენ.

პრეზიდენტს ფილმიდან "რაიკომის მდივანი" სიმბოლოებიც დაახვედრეს და იმედი გამოთქვეს, რომ ფილმისგან განსხვავებით, ვაიოს ველებზე მოსავალი წელსვე იქნება.

„ვაიოს ველი ნათელი მაგალითია იმისა, რომ არ არსებობს ადგილი, სადაც საქმის გაკეთება არ შეიძლება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)