Google+

რელიზები

17.10.2012
საქართველოს პრეზიდენტი ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე სიტყვით გამოვიდა 

ბატონო პრეზიდენტო,

თქვენო ბრწყინვალებავ,

ძვირფასო მეგობრებო,

აქ იმისათვის მოვედი, რომ ყველას მადლობა გადაგიხადოთ - ევროპის სახალხო პარტიის ოჯახს - ოჯახს, რომელიც ეფუძნება ღირებულებებს, რომელთა წყალობითაც ევროკავშირი აშენდა. ეს არის თავისუფლების, პასუხისმგებლობის, დემოკრატიის და ტოლერანტობის, საბაზრო ეკონომიკისა და მერიტოკრატიის ღირებულებები; ღირებულებებს, რომლებისაც მე ასე ძლიერ მწამს და რომლებიც ჩემს მთავრობას ბოლო 9 წლის მანძილზე შთააგონებდა.

მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ახალგაზრდა ქართული დემოკრატიის მიმართ გამოიჩინეთ. განსაკუთრებით თქვენ, პრეზიდენტო  მარტენს.

მადლობას გიხდით თქვენი პირადი ლიდერობისთვის, უწყვეტი დახმარებისა და ფასდაუდებელი მეგობრობისთვის.

თქვენს გარდა, მინდა მადლობა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში ამ წლების განმავლობაში და დაგვეხმარა ჩვენ მიერ არჩეულ რთულ გზაზე; იმისთვის, რომ კავკასიაში დემოკრატიას რჩევებს აძლევდით.

განსაკუთრებით ლუკა ვოლანტე, არნაუ, ელენა ბესესკუ, კრისტოფ ლისეკი  და ყველა სხვა წარმომადგენელს ევროპის პარლამენტიდან, ვინც საქართველოში ჩამოვიდა ჩვენი ბოლო არჩევნების მონიტორინგის მიზნით.

ასევე მინდა მადლობას ვუხდი ვიქტორ ორბანს, რომლის პარტიამ ჩვენი პოლიტიკური არსებობის დასაწყისიდანვე შთაგვაგონა, რომელიც არჩევნებამდე ორი დღით ადრე საქართველოში ჩამოვიდა და სიტყვით მიმართა ქართველ ხალხს. მან გვითხრა, რომ უნგრელმა ხალხმა ერთხელ დაუშვა ასეთი შეცდომა და უკან დაბრუნდა. მან ისიც გვთხოვა, რომ არ დაგვეშვა მსგავსი შეცდომა, მაგრამ, სამწუხაროდ, მის რჩევას ყურადღება არ მიაქციეს.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვირჩევდით, რომ ამ არჩევნების შედეგები ოდნავ განსხვავებული ყოფილიყო, მაგრამ ადამიანები, რომლებიც მიზნად დემოკრატიის შენებას ისახავენ, მზად უნდა იყვნენ ერთ დღეს წარმატებას მიაღწიონ, მეორე დღეს წარუმატებლობას შეეგუონ, შემდეგ კი ისევ წარმატება იზეიმონ.

ჩვენ ეს ესაა მსგავსი რამ განვიცადეთ.

წარმატების მაჩვენებელია ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკური ორიენტაცია და ჩვენ ქვეყნის მომავალი წყდება თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების გზით და არა ძალადობით.

მე ყური მოვკარი, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ბედნიერია და ვლადიმერ პუტინი, რომლის ჯარისკაცებსაც ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული, აქტიურად აქებდა ჩვენს არჩევნებს. მას უთქვამს, რომ ელოდებოდა ჩვენს არჩევნებს და ბედნიერი იყო ამ არჩევნების შედეგებით. მას შემიძლია ვუთხრა, რომ მისი ბედნიერება ნაადრევია, რადგან ის ფაქტორი, რომ მის საზღვრებთან მთავრობა შეიცვალა არჩევნებით, თავისუფალი და სამართლიანი დემოკრატიული პროცესით, არ არის კარგი ამბავი ისეთი პირისთვის, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში ავტორიტარული მმართველობის შენარჩუნება სურს. ამ მხრივ, საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი დანერგა.

რამდენიმე დღეში, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარების პირობებში, პარლამენტში ახალი უმრავლესობა შეიკრიბება და სხვა პოლიტიკური ძალა აღმასრულებელი ხელისუფლების უმეტესობას გადაიბარებს: დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბევრი აქ მჯდომი დელეგატისთვის ბუნებრივი მოვლენაა, მაგრამ ჩვენს რეგიონსა და საქართველოში ასეთი შემთხვევა ჯერ არავის ახსოვს.

დემოკრატია პროცესია... ჩვენ ვამბობთ, რომ დემოკრატიის მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ გვაქვს სრული დემოკრატია, ვიდრე კიდევ ერთი არჩევნები არ გაიმართება და კიდევ ერთხელ არ შეიცვლება ხელისუფლება ასეთივე გზით.

ჩვენ ბევრი ადამიანი გვინახავს რომელიც თავისუფალი არჩევნების გზით მოვიდა, მაგრამ წასვლა დაავიწყდა. ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული.

ჩვენ პირველი ნაბიჯი გადავდგით, მაგრამ გვჭირდებით თქვენ, რათა ყოველივე ეს მყარად შევინარჩუნოთ - ჩვენ გვჭირდება თქვენი ურყევი მახდაჭერა და მონიტორინგი.

მე მახსოვს, რამდენად ნეგატიური შემოტევა იყო და რამდენი ენერგია დახარჯეთ თქვენ, როგორი სამაგალითო იყავით, როდესაც იცავდით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წამოწყებული რეფორმების პროცესსა და ქართველი ერის  ევროპული დემოკრატიების ოჯახში გაწევრიანებისკენ მიმართულ სწრაფვას.

მინდა, რომ ასეთივე მტკიცე პოზიცია შეინარჩუნოთ; მინდა, რომ დარჩეთ ჩვენს მხარეს და მინდა, დაგვეხმაროთ ნატო-სთან ინტეგრაციის საკითხში.

რამდენიმე წლის წინათ, აზრთა სხვადასხვაობის გამო, მაპ-ი ვერ მივიღეთ. ის ჩვენ ახლა გვჭირდება. ქვეყანას უკვე ახალი მთავრობა ჰყავს, რომელსაც ჩვენ ყველაფერში დახმარება აღვუთქვით, რათა ქართული დემოკრატია გავაგრძელოთ.

ახლა ჩვენი სლოგანია „მეტი ევროპა“ და ეს საოცარი სლოგანია!

მინდა ყველა თქვენგანს მადლობა გადავუხადო.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ თქვენი იმედი აქვს.

ქართულ დემოკრატიას და მომავალს თქვენი იმედი აქვს.

ჩვენ იმდენად ევროპელები ვართ, რამდენადაც აქამდე ვიყავით, ბევრად უფრო მონდომებული და ენთუზიაზმით აღსავსე, ვიდრე ოდესმე.

ჩვენ ქართველი ევროპელები ვართ, ჩვენ ენთუზიაზმით აღსავსე ევროპელები ვართ და ჩვენ ამის ღრმად გვწამს.

ჩვენ თქვენი დახმარება გვჭირდება ქართული დემოკრატიის გაგრძელებაში.

ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)