Google+

რელიზები

01.04.2011
მიხეილ სააკაშვილი: „არ შეიძლება, საქართველოში კარგი ფეხბურთი არ გვქონდეს"

საქართველოს პრეზიდენტი დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს ლადო ვარძელაშვილსა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილი ლადო ვარძელაშვილსა და ზვიად სიჭინავას ფეხბურთის განვითარების პერსპექტივებზე ესაუბრა. პრეზიდენტის ინიციატივით, სახელმწიფოს ხელშეწყობით, მოხდება ეროვნული ჩემპიონატების პირდაპირი ტრანსლაცია და რეგიონებში აშენდება ახალი სტადიონები,  რომლებსაც მაღალი ხარისხის საფარი ექნება.    

„ჩვენ გვჭირდება ფეხბურთის ბაზის გაფართოება ნაკრების იქით, რათა ჩვენი ნაკრები გასაძლიერებლად და ფეხბურთის დონის ასამაღლებლად, აქ, საქართველოში ფეხბურთის ლიგა რაღაც მინიმალურ მოთხოვნებს მაინც უნდა პასუხობდეს. ამ საქმეში ჩართულია პრემიერ მინისტრი და გთხოვთ, რომ  სპორტის სამინისტრომ ფედერაციასთან ერთად იმუშავოთ, რათა საფეხბურთო ინფრასტრუქტურა  ქალაქებისა და რაიონების მასშტაბით ყველგან  შევქმნათ. მინდა ყველას შევახსენო, რომ ჩვენ რამდენიმე ასეული, ათასზე მეტი   საბავშო მოედანი ავაშენეთ და ეს იყო პირველი ძალზე მნიშვნელოვანი  რამ, რაც ფეხბურთის გასავითარებლად გავაკეთეთ. დღე და ღამე ბავშვები მიკრულები არიან ამ მოედნებს, განსაკუთრებით ზაფხულში, ღამის ორ- სამ საათამდე თამაშობენ.  შემდეგი ეტაპია სკოლების განვითარება, მათ შორის, შეგვიძლია ინერტერნატების სისტემის აღდგენა და ყველგან სატანადო პირობების, მოედნებზე შესაბამისი საფარის შექმნა. სტადიონებზე კარგი საფარი, პრაქტიკულად, ორ ადგილზე გვაქვს - ზესტაფონში და პაიჭაძის სახელობის მოედანზე, ქუთაისში კეთდება. ვიცი, რომ სტადიონების მშენებლობა იგეგმება ზუგდიდსა და ბათუმში და ამას მომავალი წლის დამლევმდე გავაკეთებთ.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ძალიან მაწუხებს, ეს არის ფეხბურთის ლიგის ტრანსლაცია. ამის უზრუნველყოფა საზოგადოებრივ მაუწყებელს უნდა ვთხოვოთ და საამისოდ საჭირო  რესურსი მივცეთ. ჯერ ერთი, ეს ამაღლებს მსაჯობის დონეს - მუდმივი სკანდალები მსაჯებზე ყველა ზღვარს  სცდება და მეორე,  გუნდებს გაუჩენს სტიმულს. ფინანსური სტიმულირების გარდა მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთი საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცეს, რაც ფეხბურთელებს მორალურ სტიმულსაც მისცემს. რეალურად, ლიგის ყველა ძირითადი თამაში ტრანსილებული უნდა იყოს. კვირაში ერთხელ მაინც რომ მოხდეს  რომელიმე მნიშვნელოვანი მატჩის ტრანსლაცია, ეს ფეხბურთის პოპულარიზაციის საშუალებას მოგვცემს და, ზოგადად, დონეც ამაღლდება. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სხვა საქმისთვის უნდა გამოიყოს თანხა, წელს საამისოდაც გამძებნით ფულს, რადგან, მიმაჩნია, რომ ფეხბურთი მნიშვნელოვანი ეროვნული საქმეა. ფული გამოიყოფა მოედნის საფარისთვის, ინტერნარტების აღდგენისა და ტრანსლაციის უზრუნველსაყოფად", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია სკოლის ლიგის განვითარება და მწვრთნელთა რესურსის ბოლომდე გამოყენება, რომელიც ჯერ-ჯერობით საკმაოდ შეზღუდულია.

„არ შეიძლება, რომ საქართველოში კარგი ფეხბურთი არ გვქონდეს. ჩვენი ტრადიციების, განწყობისა და სულისკვეთების მქონე ქვეყანას აუცილებლად უნდა ჰქონდეს კარგი ფეხბურთი, მაგრამ ამას ძალიან სერიოზული მხარდაჭერა სჭირდება ასევე სახელმწიფოსგან", - დასძინა პრეზიდენტმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)