Google+

რელიზები

09.05.2006
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვეტერანებს გამარჯვების 61-ე წლისთავი მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა გამარჯვების პარკში ფაშიზმზე გამარჯვების 61-ე წლისთავის აღსანიშნავად უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინებით შეამკეს.

საქართველოს პრეზიდენტმა გამარჯვების პარკში შეკრებილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს სიტყვით მიმართა და გამარჯვების დღე მიულოცა.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველო-რუსეთს შორის დაძაბულ ურთიერთობაზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთთან საერთო ენის გამონახვას შეძლებს.

საქართველოს პრეზიდენტმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვაში რუსეთის გარკვეული წრეები დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ეკონომიკური სანქციებით ეს ძალები მიზანს ვერ მიაღწევენ.

'ყველას ერთად შეგვიძლია საერთო ენის მოძებნა, მით უმეტეს რუსეთთან. ჩვენ ერთად ვიბრძოდით ფაშიზმის წინააღმდეგ, გარდა ამისა, ადამიანური ურთიერთობებიც გვაკავშირებს. რუსეთი და საქართველო მეზობლები არიან და განწირულები ვართ კეთილმეზობლური ურთიერთობისათვის'- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღესვე მიხეილ სააკაშვილმა ფაშიზმზე გამარჯვების 61-ე წლისთავი საავადმყოფოში მყოფ ვეტერანებს მიულოცა. პრეზიდენტმა ისინი სამკურნალო ცენტრ 'თბილისში' მოინახულა. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ წინა წლებში ყველაზე დიდი პრობლემა ომის მონაწილეთა მკურნალობა იყო. ხელისუფლებამ კი ეს პრობლემა მოაგვარა და დღეს ვეტერანებს უფასო მკურნალობის საშუალება აქვთ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)