Google+

რელიზები

15.04.2008
ფოთში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პროექტი გაიხსნა

დღეს ფოთში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტი თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან ფოთის პორტში თბომავალით "პატრიოტი" შემოვიდა. პრეზიდენტთან ერთად თბომავალით პორტში შემოვიდნენ პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძეც. ღონისძიებას ესწრებოდა ეკონომიკური განვითარების მინისტრი ეკატერინე შარაშიძე და საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი.

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს საჯაროდ მოაწერა ხელი შესაბამის გადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ ეს საქმე ქვეყნისთვის ოქროს საწყისია. " დღეს ჩემს მიერ ხელმოწერილი აქტის საფუძველზე, ფოთის ისტორიული პორტის მიმდებარედ იწყება ახალი, სამჯერ უფრო დიდი პორტის მშენებლობა, რომელის ტვირთბრუნვა იქნება მინიმუმ 21,000,000 ტონა; ახალი პორტი აღიჭურვება საპორტო ტექნოლოგიების ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურით. ახალი პორტი გააათმაგებს ეკონომიკურ საქმიანობას მთელს რეგიონსა და საქართველოში. დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ დიდი საქმის დასაწყებად. შევიკრიბეთ, რათა პასუხი გავცეთ ჩვენი ხალხის გაჭირვებას. შევიკრიბეთ, რათა დავადგეთ გზატკეცილს რომელიც ძალიან მალე სიღარიბისგან თავისუფალ საქართველომდე მიგვიყვანს. საქართველოში მრავალმილიარდიანი ინვესტიციების მოსაზიდად, ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისათვის ახალი სამუშაო ადგილის შესაქმნელად, ეკონომიკური წინსვლის ყველა ქართულ ოჯახამდე მისატანად, ქვეყანაში სიღარიბისა და უმუშევრობის დასაძლევად, ჩვენს მეზობლებთან და მთელს მსოფლიოსთან ახალი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების დასამყარებლად: ჩვენ ვიწყებთ საქმეს, რომელიც შეცვლის ქართულ ეკონომიკურ რეალობას და ჩვენს ოჯახებს დაუბრუნებს ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობას. ფოთში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გახსნა საქართველოს ახალი ოქროს ხანისა და ახალი ქართული ეკონომიკური სასწაულის დასაწყისია" - ასეთი შეფასება გააკეთა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ფოთის ახალი პორტის მშენებლობისა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექნისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თავისუფალი ინდუსტრიული ზონა მრავალმილიარდიან ინვესტიციას მოიზიდივას და ასობით ათას ახალ სამუშაო ადგილს შექმნის, სადაც საქართველოს მოქალაქეები დასაქმდებიან. "ახალი პორტის მშენებლობის და შემდეგ ექპლოატაციის პროცესში შექმნის XXX ათას სამუშაო ადგილს არა უცხოელების, არამედ ადგილობრივი მოსახლეობისათვის. ჩემი ურყევი ნებაა, რომ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად, დასაქმების მთავარი ობიექტი საქართველოს მოქალაქეები უნდა იყვნენ. უცხოელების სასარგებლოდ ქართველებმა სამუშაო ადგილები აღარ უნდა დაკარგონ", - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის მიერ მოყვანილი მონაცემების მიხედვით, 50 თვის განმავლობაში ფოთში მოზიდული იქნება სულ მცირე 200 მლნ. დოლარის მოცულობის ინვესტიცია. დასაქმდება ათობით ათასი ადამიანი და შეიქმნება 400-ზე მეტი საწარმო.

"ჩემი მთავარი ხედვაა, საქართველოს დუბაიდ და სინგაპურად გადაქცევა რეგიონში. ეს ახალი ოქროს ხანის დასწყისია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის", - აღნიშნა სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გახსას თავისი ცხოვრების პროექტი უწოდა და აღნიშნა, რომ მისი გრძელვადიან შედეგებს ათწლეულები დასჭირდება, თუმცა მიმდებარე რეგიონების სიღარიბიდან გამოყვანა გაცილებით ადრე დაიწყება, ვიდრე მისი საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)