Google+

სიახლეები

22.09.2011
საქართველოს პრეზიდენტი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

მიხეილ სააკაშვილი ნიუ იორკში ვიზიტისას ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორს დენიელ იოჰანესს შეხვდა. საუბარი კორპორაციის მიერ საქართველოში განხორციელებულ და სამომავლო ტრანშებს შეეხო.

დენიელ იოჰანესის განმარტებით, ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის მიერ გამოყოფილი თანხით უკვე წარმატებით განხორციელდა რამდენიმე პროექტი. კორპორაცია საქართველოს მთავრობასთან ახალ ტრანშზე მუშაობს, რომელიც 2012 წელს უნდა გამოიყოს.  როგორც მან აღნიშნა, უკანასკნელ პერიოდში ქართულ მხარესა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდს შორის ინტენსიური მოლაპარაკებების ფორმალური პროცედურა დასასრულს უახლოვდება. კორპორაციის მიერ გამოყოფილი თანხა ბათუმში ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობასა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოხმარდება. 

მიხიელ სააკაშვილი საინვესტიციო ფორუმშიც მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ამერიკის უმსხვილესი კორპორაციების წარმომადგენლები დაესწრებიან და საქართველოში ახალი ინვესტიციების განხორციელების საკითხებს განიხილავენ.

დღესვე მიხეილ სააკაშვილი ლატვიის პრეზიდენტს ანდრის ბერზინშს შეხვდება და თურქეთის პრემიერ-მინისტრის რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელით გამართულ მიღებასაც დაესწრება. 

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)