Google+

სიახლეები

30.11.2011
საქართველო-სომხეთის ბიზნესფორუმი მიხეილ სააკაშვილმა და სერჟ სარგსიანმა გახსნეს

მიხეილ სააკაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან სერჟ სარგსიანთან ერთად საქართველო-სომხეთის ბიზნესფორუმი გახსნა. გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში. მისი თქმით, კავკასიის განვითარებისთვის აუცილებელია, რომ რეგიონალური ეკონომიკა ინტეგრირებული იყოს. მიხეილ სააკააშვილმა 8 წლის განმავლობაში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზეც გაამახვილა ყურადღება.

"თქვენ იცით, რომ ჩვენ დანგრეული ეკონომიკის შენება დავიწყეთ. ვფიქრობ, დღესდღეობით, სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია. საქართველო, ბიზნესკლიმატის თვალსაზრისით,  ყველაზე ხელსაყრელი ადგილია. ჩვენ ვართ ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანა მსოფლიოში. ბიზნესკომპანიების რეგისტრაცია საქართველოში ყველაზე მარტივად და სწრაფად ხდება. ამავდროულად, საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით, კორუფციის წინააღდეგ ბრძოლაში პირველი ადგილი გვიკავია", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ "თუ მსოფლიო ეკონომიკა არ ჩამოიშლება, მომავალ წელს საქართველოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა ექნება".

საქართველოს ბოლოდროინდელ წარმატებებსა და მიღწევებზე სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგისიანმაც ისაუბრა და ქართულ კომპანიებს სომხეთში ინვესტიიების ჩადებისკენ მოუწოდა.  

„სომხეთში ინვესტიციებს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები ახორციელებენ და მინდა ქართველებსაც მოვუწოდო ამისკენ. იმ შემთხვევაში, თუ მათ რაიმე პრობლემა შეექმნებათ, პირადად მე და ჩემს აპარატს მოგვმართონ, რადგან ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და სრულყოფილი წესრიგის დამყარება ჯერ ვერ მოვახერხეთ", - აღნიშნა სომხეთის პრეზიდენტმა.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)