სიახლეები
30.06.2012
საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრად ივანე მერაბიშვილი დანიშნა
საქართველოს პრეზიდენმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ივანე მერაბიშვილი დანიშნა, რომელიც დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა. განცხადება ამ გადაწყვეტილების შესახებ, ქვეყნის პირველმა პირმა რამდენიმე წუთის წინ, პრეზიდენტის სასახლეში გააკეთა.
ივანე მერაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს 2004 წლის 31 დეკემბრიდან 2012 წლის 30 ივლისამდე ხელმძღვანელობდა. ნიკოლოზ გილაურს პრემიერ-მინისტრის პოსტი 2009 წლის 6 თებერვლიდან დღემდე ეკავა.