სიახლეები
17.09.2012
საქართველოს პრეზიდენტმა გურჯაანის ახალი ეკლესია მოინახულა
საქართველოს პრეზიდენტმა გურჯაანის ცენტრში ახლადაშენებული ეკლესია დაათვალიერა. წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი მოსახლეობის მოთხოვნით აშენდა. მიხეილ სააკაშვილი ტაძარში შეკრებილ გურჯაანელებს გაესაუბრა და მათ ახალი ეკლესიის აშენება მიულოცა.
„ათასგვარ სისულელეს ამბობდნენ იმის თაობაზე, რომ, თითქოს, ეს ის მთავრობაა, რომელიც ეკლესიებს აგრევს... გუჯაანს, ამხელა ქალაქს, არასდროს ჰქონია ტაძარი, ჩვენ კი ავაშენეთ. გუშინ ალბათ ნახეთ ბაგრატის ტაძრის კურთხევა. ამ დღეებში ფოთის ტაძარიც გაიხსნება. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ საქართველოში სულიერება აღორძინდეს. ჩვენ ვგრძნობთ საპატრიარქოს მხარდაჭერას და რაც მთავარია, ჩვენი მამოძრავებელი არის ის ხალხი, რომელსაც ტაძარის აშენება სურდა, რომელიც ამ ტაძარში ილოცებს, გაძლიერდება ამ ტაძრით და გააძლიერებს საქართველოს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა მათთან საუბრისას.