Google+

სიახლეები

22.05.2011
საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის რესპუბლიკაში იმყოფება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი უნგრეთის რესპუბლიკაში დღეს დაიწყო. ბუდაპეშტის აეროპორტში მიხეილ სააკაშვილს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. დღესვე საქართველოს პრეზიდენტი ქალაქ კიშკოროში გაემგზავრა, რომლის მერი მას პირადად შეხვდა და მიხეილ სააკაშვილს მის ქალაქში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც ლასო დომონიმ აღნიშნა, ეს კიდევ უფრო გააღრმავებს ორი ქვეყნის ურთიერთობას და განამტკიცებს უგრელი და ქართველი ხალხის მეგობრობას. მიხეილ სააკაშვილმა კიშკოროში ორი ქართველი მწერლის - გრიგოლ აბაშიძისა და წარმოშობით აფხაზი ბაგრატ შინქუბას ბიუსტები ყვავილებით შეამკო.

23 მაისს საქართველოს პრეზიდენტი უნგრელ კოლეგასთან პალ შმიტთან გამართავს შეხვედრას. ორი ქვეყნის პირველი პირები ერთმანეთს პირისპირ პრეზიდენტის სასახლეში შეხვდებიან, სადაც საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია მოეწყობა.

მიხეილ სააკაშვილი შეხვედრებს ასევე უნგრეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ვიქტორ ორბანთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან ლასლო კოვერთან და უნგრელ ბიზნესმენებთან გამართავს.

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)