Google+

სიახლეები

04.08.2010
საქართველოს პრეზიდენტმა სოფელ შაუმიანში დევნილები მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მარნეულის რაიონის სოფელ შაუმიანში ჩვიდა და  დევნილები მოინახულა. იგი პატარა ლიახვის ხეობიდან დევნილ შოშიტაიშვილების ხუთშვილიან ოჯახსაც ესტუმრა, სადაც საქართველოს გამთლიანების სადღეგრძელოც შესვა.

პრეზიდენტი ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და ასევე ის ბაგა-ბაღი დაათვალიერა, რომელიც სპეციალურად დევნილი ბავშვებისთვის აშენდა.

მიხეილ სააკაშვილი სოფელ შაუმიანში ევროკავშირის სოციალურ-ეკონომიკური პროექტის მიმდინარეობასაც გაეცნო, რომელიც მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ამ ცენტრში როგორც დევნილები, ისე ადგილობრივი მცხოვრებლები უფასოდ სწავლობენ უცხო ენებს, კომპიუტერთან მუშაობას და სოციალური პროექტების მომზადებას.

"დევნილთა და დაზარალებულთა განსაკუთრებულობა ის არის, რომ ცხოვრებაში უფრო მეტი შანსი აქვთ წარმატებას მიაღწიონ. ერთი მდგომარეობიდან მეორეზე გადაწყობა, ერთი მხრივ, უფრო ძნელია, მაგრამ, მეორე მხრივ, მოტივაცია უფრო მეტია - ადამიანს, რომელმაც ყველაფერი დაკარგა, გამძლეობა და გადარჩენის მოტივაცია მეტი აქვს. ამისათვის მათ ხელი უნდა შევუწყოთ და კომპიუტერთან მუშაობა, ენები, პროექტების წერა ვასწავლოთ. თქვენ ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.     




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)