სიახლეები
28.09.2012
საქართველოს პრეზიდენტი „ქოჩების ტბის“ რეაბილიტაციის პროექტს გაეცნო
საქართველოს პრეზიდენტი დღეს დედოფლისწყაროს ესტუმრა, სადაც „ქოჩების ტბის“ დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობა იწყება. მიხეილ სააკაშვილს პროექტის დეტალები გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა კახეთის რეგიონში გიორგი სიბაშვილმა გააცნო. ტბის მიმდებარე ტეიტორიაზე მოეწყობა კაფე, პლაჟი, მოედანი სპორტული ზონა - მინი ფეხბურთის, კალათბურთის და ბავშვთა სათამაშო მოედნები, სავარჯიშო ტრენაჟორები, გასახდელები და საშხაპეები, ასევე გაკეთდება სათევზაო ზონა და ფაცხები ღამის გასათევად, ტყეში მოეყობა საპიკნიკე ზონა და ავტოსადგომი.
ამასთან, რეაბილიტირებული „ქოჩების ტბა“ იქნება საჯარო და ისევე როგორც ილიას ტბაზე, ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება უფასოდ ისარგებლოს ამ ტერიტორიით.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში დასაქმებულია 50 ადამიანი, ხოლო დამატებით 50 ადამიანი სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას დასაქმდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალი წლის დამლევს დასრულდება.