Google+

სიახლეები

26.09.2011
საქართველოს პრეზიდენტი მელაანში ახლადაშენებულ სკოლას ესტუმრება

საქართველოს პრეზიდენტი სოფელ მელაანში დღეს ახლადაშენებულ საჯარო სკოლას გახსნის. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სკოლა ორას მოსწავლეზეა გათვლილი, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ თანამედროვე  საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიებით, ბიბლიოთეკით, სამოქალაქო და თავდაცვისა და უსაფრთხოების კაბინეტებით. აქვეა  მოწყობილი ინგლისური ენის კაბინეტიც, სადაც გაკვეთილებს პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" ფარგლებში, უცხოელი პედაგოგები ჩაატარებენ.

მელაანის საჯარო სკოლაში, ამჟამად, 160 მოსწავლე სწავლობს და 28 პედაგოგია დასაქმებული. 

დღესვე მიხეილ სააკაშვილი რთველში იმ პედაგოგებს უმასპინძლებს, რომლებიც პროგრამაში  „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ იღებენ მონაწილეობას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამა, რომელიც სექტემბრიდან ამოქმედდა, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის გაძლიერებულ სწავლებას და, შესაბამისად, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის სკოლებში პედაგოგთა გაგზავნას ითვალისწინებს.

პროცესში შეუძლია ჩაერთოს ბაკალავრის ხარისხის მქონე ნებისმიერ მსურველსაც, რომლისთვისაც ქართული მშობლიური ენაა. მათ, ვინც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სკოლებში ერთი აკადემიური წლის მუშაობის შემდეგ სწავლის გაგრძელებას მაგისტრატურაში გადაწყვეტს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 100 პროცენტიანი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დააფინანსებს. 

2011-2012 სასწავლო წლის განმავლობაში, პროგრამაში 500 მონაწილე ჩაერთვება. 

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)