Google+

სიახლეები

05.02.2011
საქართველოს პრეზიდენტი მსოფლიო ლიდერებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრს კევინ რადს შეხვდა. ლიდერებმა ორმხრივი ურთიერთობისა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრისას გადაწყდა, რომ 2012 წელს ავსტრალიაში საქართველოს საელჩო გაიხსნება.

კევინ რადმა საქართველოს პრეზიდენტი ავსტრალიაში ოფიციალურად მიიწვია.  ურთიერთობის გაღრმავების მიზნით, ავსტრალიურმა მხარემაც გამოთქვა საქართველოში  ჩამოსვლის სურვილი. ავსტრალიის დელეგაცია ქვეყნის პირველი პირის დონეზე საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრება.  

მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, მიხეილ სააკაშვილი ასევე შვეიცარიის პრეზიდენტს მიშელინ კალმი-რეის შეხვდა. ორმხრივი თანამშრომლობის გარდა, მხარეებმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში არსებული პრობლემური საკითხები განიხილეს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო შვეიცარიის როლის გააქტიურება, როგორც მედიატორი  ქვეყნისა, საქართველოსა და რუსეთს შორის.   




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)