Google+

სიახლეები

30.11.2010
საქართველოს პრეზიდენტმა ანაკლიაში მასობრივ მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი

მოგესალმებით.

დღეს ძალზე ბედნიერი და მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ქობულეთის ძალზე წარმატებული პროექტის კვალდაკვალ, ვიწყებთ ჩვენი შავი ზღვისპირეთის მთავრი მარგალიტის - ანაკლიის მასობრივ მშენებლობას.

იცით, რომ ქობულეთში რამდენიმე ათეული განაცხადი შევიდა და 12 სასტუმრო უკვე, ძალზე სწრაფი ტემპით შენდება (დღეს იქ გამოვიარეთ და საკუთარი თვალით ვნახეთ).

ჩვენ წარმოგიდგინეთ პროექტები და, როგორც იცით, ჩვენი პირობა ისევ ძალაშია. კერძოდ, სახელმწიფო ინვესტორს მიწას უფასოდ მისცემს, შემოიყვანს ყველა კომუნიკაციას, რომელშიც შედის დენი, ბუნებრივი გაზი, წყალგაყვანილობა, კანალიზაცია; ჩვენ მოგვყავს ახალი გზა, რომელიც ფოთიდან შავიზღვისპირეთის გასწვრივ პირდაპირ აქ მოვა.

აქედან რამდენიმე წუთის სავალზე, დღეს, ანაკლია-ზუგდიდის აეროპორტის მშენებლობას ვიწყებთ. ერთი სიტყვით, ამ ადგილზე გაკეთდება მაღალი დონის გზა. ასევე გვექნება აეროპორტი, ყველა სხვა კომუნიკაცია. ამას გარდა, ჩვენ მოგვყავს გოგირდის და სხვა სამკურნალო წყლები, რომელიც აქედან 3 კილომეტრშია.

ასევე, ინვესტორებსა და ყველას, ვინც სასტუმროს ააშენებს, მას შემდეგ, რაც ყველფერს უფასოდ მივცემთ, კონსტიტუციური კანონის თანახმად, 15 წლით გავანთავისუფლებთ მოგების და ქონების გადასახადისგან.

ამაზე უკეთესი პირობები, ვფიქრობ, მსოფლიოში არსად არ არის. თუმცა, მსგავსი ადგილიც მსოფლიოში ძალიან ცოტაა. თქვენ ნახეთ, როგორი არაჩვეულებრივი სასტუმრო შენდება.

ასევე კეთდება იახტკლუბი, რომელიც შევა ენგურში. ენგურის გვერდზე შენდება ძალიან ლამაზი ტურისტული კომპლექსები - სასტუმროები და რესტორნები, ზაფხულში ხელოვნების ულამაზერსი ნიმუშებიც ჩაიდგმება.

ზღვიდან შემოსული იახტა იახტ-კლუბში, პირდაპირ სასტუმროს წინ დადგება. ამ სასტუმროს გაგრძელებაზე კი  სასტუმროები იმ პროექტების მიხედვით უნდა აშენდეს, რომლებიც აქ არის წარმოდგენილი.

ყველა პროექტი იქნება უფასო - დაპროექტების საფასურს ვიხდით ჩვენ, ოღონდ ვინმემ მოკიდოს ხელი და ააშენოს!

ისიც მინდა ვთქვა, რომ ვინც 100-ნომრიან სასტუმროზე დიდს ააშენებს, ასეთი ერთი უკვე გათვლილია, მას კაზინოს სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდა არ დაეკისრება. ესეც შეიძლება მიიღონ უფასოდ. ე.ი. უფასოდ მიიღებენ  მინერალური წყლებს, ნებართვას კაზინოს ფუნქციონირებითვის და ყველაფერს დანარჩენს.  

ოღონდ დაასაქმეთ ხალხი,აქაურობა ააშენეთ, გაალამაზეთ და ჩვენ ხელს შეგიწყობთ. შემდეგ წელიწადს მთელი საქართველო და დანარჩენი მსოფლიო ჩამოვიყვანოთ აქ და ვაჩვენოთ ჩვენი საოცრება.

მინდა ვთქვა, რომ აქ ჯერ მხოლოდ ერთი სასტუმრო მუშაობს სრული დატვირთვით და ყველაზე კარგი კერძები, ყველაზე კარგი პლაჟი და ყველაზე კარგი სერვისი საქართველოში, თავად ნახეთ, არის აქ.

იცით, რომ ენგურმა თავის დროს, ძალზე დააზიანა აქაური პლაჟები და ანაკლიაში ნაპირსამაგრ სამუშაოებსაც ვიწყებთ. მყვინთავები ამაზე უკვე მუშაობენ.

პლაჟი აქ 70-80 მეტრით გაფართოვდება. ეს იმას ნიშნავს, არსებულ პლაჟს, კიდევ ერთი მესამედი  მოემატება. ადრე ანაკლიის პლაჟების გალევა ხდებოდა და ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა იყო. ამიერიდან ეს აღარ მოხდება.

ჩვენი კიდევ ერთი მთავარი პირობაა ის, რომ ყველა მშენებლობა 18 თვეში დამთავრდეს. კონტრაქტების გაფორმების საბოლოო ვადა იანვრის დამლევამდეა, თუმცა ყველას მინდა ვუთხრა:  იჩქარეთ, ადგილი ცოტაა!

ჩვენს მიერ დამუშავებული პროექტები არ არის მრავალრიცხოვანი. ყველა პროექტი ინდივიდუალურად ძალიან კარგია, რადგან კარგი არქიტექტორების მიერ არის გაკეთებული.

2012 წლის ზაფხულში აქ ტურისტული სეზონი მთელი  თავისი ერთიანი კომპლექსით უნდა დუღდეს - მესტიაში ზაფხულში ასვლითა და თხილამურებით სრიალით. აეროპორტიდან მესტიამდე თვითმფრინავით მხოლოდ 20 წუთია საჭირო.

 ეს ყველაფერი 2012 წლის ზაფხულისთვის უნდა დასრულდეს.

ვფიქრობ, აქაურებს ამის შეხსენება არ სჭირდება, ისინი ისედაც ძალიან სწრაფად აკეთებენ ყველაფერს. ასეთია ჩვენი ხასიათი.

აქ არის პრემიერ მინისტრი, აქ არის ინფრასტრუქტურის მინისტრი და ყველა ჩვენი დაპირება, რა თქმა უნდა, ძალაში იქნება.

გილოცავთ  საქმის დაწყებას. ახლა ყველამ დავიკაპიწოთ ხელები და ვიმუშავოთ.

გმადლობთ.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)