Google+

სიახლეები

15.04.2010
მიხეილ სააკაშვილი ჯოზეფ ბაიდენს შეხვდა

მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს შეხვდა.

თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე ბაიდენმა აშშ-ის სახელით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

საუბარი ორი ქვეყნის მეგობრობასა და მათ საერთო ღირებულებებს, დემოკრატიას, თავისუფლებასა და ადამიანის უფლებათა პატიცისცემას შეეხო. გარდა ამისა, შეხვედრისას, შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მიერ ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

ბაიდენის გარდა მიხეილ სააკაშვილი თეთრ სახლში რიჩარდ ლუგარსა და ჯონ მაკკეინსაც შეხვდა, მოგვიანებით კი სენატში გადაინაცვლა და ამერიკელ სენატორებთან გამართა შეხვედრა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)