Google+

სიახლეები

20.05.2006
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოზურგეთი-ბათუმს შორის მოძრავი ელექტრომატარებლის გაუქმების თაობაზე განცხადება გააკეთა

დღეს სახელმწიფო კანცელარიაში საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი არველაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი მიხეილ სვიმონიშვილი და რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე დაესწრო. ოზურგეთი ბათუმს შორის მოძრავი ელექტრო-მატარებლის ორვაგონიანი შემადგენლობის გაუქმების შესახებ გადაწვეტილება რკინიგზის დეპარტამენტმა მიიღო. ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა განცხადება გაკეთა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ამ ელექტრო-მატარებლის გაუქმება მოსახლეობას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.

„ეს გურიის მოსახლეობის უმრავლესობისათვის ერთადერთი საშუალებაა საკუთარი პროდუქციის სხვადასხვა ბაზრებზე გასატანად. გურიაში ხალხი გაჭირვებულია, ეს უნდა გვესმოდეს. ჩვენ საქმე გვაქვს ცოცხალ ადამიანებთან. ორი წლის წინ ეს მარშრუტი მე საზეიმოდ იმისათვის არ გავხსენი, რომ თქვენ ჩუმად დაგეხურათ.

მე გთხოვთ უცხოეთიდან რკინიგზის უფროსი გამოითხოვოთ და ასეთი ტიპის მარშრუტები, რომელსაც სოციალური დატვირთვა აქვს და რომელზეც გაჭირვებული ხალხია დამოკიდებული, სხვა შემოსავლებით დავაბალანსოთ, ხოლო ტარიფები სხვა მიმართულებით გავზარდოთ. თქვენი გადაწყვეტილების გამო, ჩვენ ხალხს შიმშილით ვერ დავხოცავთ" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)