სიახლეები
17.05.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოში მიემგზავრება
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დასასწრებად მიემგზავრება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და იორდანიის მეფის აბდულა 2 იბნალ ჰუსეინის შეხვედრა და ერთობლივ დოკუმენტზე ხელმოწერა. ასევე დაგეგმილია მიხეილ სააკაშვილისა და კუვეიტის პრემირ-მინისტრის შეიხ ნასერ ალ მოჰამედ ალ აჰმად ალ საბასთან შეხვედრა.
19 მაისს მიხეილ სააკაშვილი ხორვატიის პრეზიდენტს ბატონ სტეპან მესიჯს შეხვდება. მოგვიანებით კი, საქართველოს პრეზიდენტი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პარალელურ ინტერაქტიულ სესიაში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამშობლოში 20 მაისს დაბრუნდება.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური