Google+

საქმიანობა

02.01.2012
თბილისელი და ბათუმელი სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის იმერეთში საახალწლო ექსკურსია „ბედობა“ მოეწყო

2012 წლის 2 იანვარს საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა ელისაბედ რულოვსმა ტრადიციად ქცეულ საახალწლო ექსკურსია „ბედობა“–ზე თბილისიდან სოფელ გლდანში მდებარე მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელებსა და ბათუმიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს იმერეთში უმასპინძლა. კერძოდ კი, მათ ქალაქი ქუთაისი დაათვალიერეს, ახლად აშენებული მთავრობის სახლი და ბაგრატის საკათედრო ტაძარი მოინახულეს. ბავშვები ქალაქში მდებარე ყინულის მოედანზე გამართულ საახალწლო წარმოდგენასაც დაესწრნენ და ქუთაისში მდებარე მცირე საოჯახო ტიპის სახლს ესტუმრნენ. მათ ასევე გელათის სამონასტრო კომპლექსი, მოწამეთას ტაძარი მოინახულეს და სათაფლიის მღვიმე და მუზეუმი დაათვალიერეს.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code