Google+

საქმიანობა

01.10.2008
საქართველოს პირველმა ლედიმ ცხინვალის, ქარელისა და გორის რაიონებიდან დევნილ მოსახლეობას დახმარება გაუწია

2008 წლის 1-2 ოქტომბერს საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი თბილისში ცხინვალის, ქარელისა და გორის რაიონებიდან დევნილი მოსახლეობის დროებითი განთავსების რამდენიმე ობიექტს ესტუმრა და მათ დახმარების სახით წნევისა და დიაბეტის საზომი აპარატები (თავისი ჩხირებით), მედიკამენტები, მაცივრები, სარეცხი მანქანა, ბავშვებისთვის სათამაშოები გადასცა. ქალბატონ სანდრას ინიციატივით დევნილებს ასევე ოკულისტის უფასო კონსულტაციები ჩაუტარდათ, გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით კი ჰიგიენური საშუალებები და ბავშვთა კვება დაურიგდათ.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code