საქმიანობა
26.12.2009
საქართველოს პირველი ლედი აფხაზეთიდან დევნილ აფხაზურ ოჯახებს ესტუმრა
2009 წლის 26 დეკემბერს საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი აფხაზეთიდან დევნილ 8 აფხაზურ ოჯახს ესტუმრა და თითოეულს საახალწლო სასაჩუქრე ტკბილეულის ნაკრები გადასცა, ხოლო 10 მცირეწლოვან ბავშვს წიგნები დაურიგა.